Back to All Events

საერთო ტაქსი


ჩვენი პროგრესული ეკონომიკური ხედვებისა და შესაბამისი პროექტების მიხედვით, უკეთესი საქართველო ქართველი ტაქსის მძღოლებისთვის აწყობს პირველ შეკრებას კოოპერატიული ტაქსის კომპანიის განვითარებისთვის.

ეს მიმართლება “გიგ ეკონომიკაში” კიდევ უფრო მარტივი ასათვისებელია დემოკრატიული ეკონომიკური მოდელებით. საკურიერო სფეროსგან განსხვავებით, აქ პირდაპირ მძღოლისა და მგზავრის თანამონაწილეობაა შუამავალი ობიექტის გარეშე (როგორიცაა რესტორანი ან მაღაზია). შესაბამისად, მსგავსი სოციალური სერვისის / კოოპერატივის დაარსება და განვითარება ბევრად უფრო მარტივიც გახლავთ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოუსმენთ და გაიცნობთ ნიუ იოკის ტაქსის კოოპერატივის წარმომადგენლებს, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროგრესული ეკონომიკური ცენტრების მეცნიერებსა და იურისტებს, რომლებიც ქართველ ტაქსისტებს პირველი ქართული ტაქსის კოოპერატივის წარმოწყების საქმეში დაეხმარებიან.

ცოდნა, საერთაშორისო კავშირები, პროფესიონალთა ჩართულობა კი, ქმნის გარანტიას უკეთესი ტაქსისთვის უკეთესს საქართველოში.

Next
Next
January 4

სტუდენტური საცხოვრებელი