უკეთესი საქართველო შესაძლებელია არ არის უბრალოდ სახალხო შინაარსებისა და პროტესტის წყარო. ან მხოლოდ ორგანიზაცია,რომელსაც სურს გააგრძელოს ქართული სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიცია. ჩვენ თავად უნდა დავიწყოთ უკეთესი საქართველოსთვის კულტურული, საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო პროექტების შექმნა. ქვევით მოცემულ პროექტებში ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენ, თავად ხალხს, მშრომელებს შეგვიძლია წამოვიწყოთ და დავაარსოთ, არის ისეთებიც, რომლებსაც საკანონმდებლო ინციატივებად ან მოთხოვნებად დავაყენებთ სახელმწიფოსთან. გაეცანით არსებულ პროექტებს, რომლებიც მუდმივად განახლდება, მიიღეთ მათ განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე თავადაც შემოგვთავაზეთ იდეები, რომელთა გამართვას და განხორციელებას ყველა ერთად ვუზრუნველყობთ.