უკეთესი

ამ სიტყვას სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს პოლიტეკონომიური პერსპექტივიდან. თუ არ მოგვწონს უზარმაზარი სხვაობა კომპანიების მოგებასა და ხელფასებს შორის, მაღალი საბანკო პროცენტები, გასხვისებული ბუნებრივი რესურსები, ჯანდაცვის სისტემა, ურაბნული განვითარება, განათლებისა და კულტურის პოლიტიკა, არასამართლიანი ეკონომიკა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჩამორჩენა, სოციალური პოლიტიკა თავისი მრავალი შრით, სპორტის პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, საპენსიო სისტემა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ეროვნული ინდუსტრიების ნაკლებობა, მეწარმეთა მხარდაჭერის სისტემა, საბინაო პოლიტიკა და მრავალი სხვა, მაშინ უნდა ვიცოდეთ როგორ ვაპირებთ ის უკეთესობისკენ შევცვალოთ.


უკეთესი საქართველო შესაძლებელია არის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც იდეოლოგიის ყველაზე პროსახელმწიფო წერტილში მოიაზრებს თავს. რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ მომხრე ვართ შერეული ეკონომიკის, სადაც სახელმწიფოს არის ეკონომიკური განვითარების წინამძღოლიცა და მასზე პასუხისმგებელი, რომელიც თავადაც გახლავთ ბაზრის ძლიერი მოთამაშე, ქმნის საბაზრო ეკონომიკის ძლიერ სოციალურ ჩარჩოს, მრავალშრიანი სისტემით ხელს უწყობს და აფინანსებს ყველა მასშტაბის კერძო ბიზნესს ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ასევე საინტერესოდ მიგვაჩნია დეცენტრალიზებული, თავად მშრომელთა საკუთრებაში არსებული კოოპორატიული მოდელები და სოციალური საწარმოები. სახელმწიფოს პირდაპირი ვალია უზრუნველყოს კეთილდღეობის სერვისები, განათლება, კულტურა, სამეცნიერო ინსტიტუტები, სპორტული კომპლექსები, პროტექციონისტული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ინდუსტრიების შექმნა და განვითარება, საჯარო ბანკების დაარსება და გამართული ფუნქციონირება. თითოეულ მიმართულებაზე დეტალურად - პოლიტიკურ ხედვებში. ახლა კი, განაგრძეთ:უკეთესი - საქართველო