საყოველთაო გაფიცვა უკეთესი საქართველოსთვის

საქართველოს მოსახლეობამ საკმარისზე დიდხანს ითმინა არაადამიანური შრომითი პირობები და მიზერული ანაზღაურება. აღარ დარჩა ერთი პროპაგანდისტიც კი, რომელიც კომპანიების უზარმაზარ მოგებასა და ხელფასებს შორის კატასტროფულ განსხვავებას რამე გამართლებას მოუძებნის. მიუხედვად იმისა, რომ შრომით უფლებების გაუმჯობესების მოთხოვა თითქმის აბსოლუტურია ხალხში, ამ საკითხის აქტუალიზება არასდროს ხდება ქართლი ოლიგარქიული მედიისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მთავრობა და ოპოზიცია თავად არის მსხვილი ბიზნესი, შესაბამისად, მათი მედიები აბსოლუტურად არადემოკრატიულად ხალხის რეალურ პოლიტიკურ მოთხოვნებს მიზანმიმართულად ახშობენ.

კომიკურია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც შრომის კოდექსის გაუქმებას ითხოვენ და თავად წარმოადგენენ მჩაგვრელ დიდ ბიზნესს, ახლა მათივე პოლიტიკური საჭიროების გამო იგივე შრომის კოდექსით მინიჭებული უფლების გამოყენებას სთხოვენ ხალხს - მაგრამ არა თავად ხალხის შრომითი უფლებებისა და ანაზღაურების გამო.

რადგან ხალხის უმთავრესი ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებული და მიზანმიმართლად ჩახშულია პოლიიტიკური კლასისა და მათი მედიების მხრიდან, ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ ნამდვილი საყოველთაო გაფიცვისთვის მოსამზადებლად. სწორედ ამისთვისაც ვქმნით საერთო ძალებით ახალ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პლატფორმას, რომ სახალხო გაერთინებისა და ბრძოლებისთვის გაერთიანებისა და თვითორგანიზების საშუალება არსებობდეს.

იცით, რომ საქართველოში არსებულ ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანიზაციაში დასაქმებულ მოქალაქეებს აქვთ კანონით მინიჭებული უფლება დაარსონ საკუთარი პროფკავშირი. დამოუკიდებელი პროფკავშირები ხშირად სწორი და კარგი ტექნიკური გამოსავალია არსებულ რეალობაში, სადაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ირაკლი პეტრიაშვილის მიერ არის კონტორილებული, მაშასადამე მთლიანად სისტემად დამორჩილებული. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირი გაჩნდა ქვეყანაში პროცესი მაინც ნელა მიდის, რადგან მშრომელები მოკლებული არიან მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების ფართო მხარდაჭერას. ამიტომ საჭიროა საკითხის ეროვნულ დონეზე დაყენება და სახალხო გაერთიანების საფუძველზე სისტემაზე ერთიანი შეტევა.

ჩვენ ვემზადებით საყოველთაო გაფიცვისთვის, რომელის მოთხოვნები ოთხი ძირითადი სვეტისგან შედგება.

- საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს სავალდებულო პროფკავშირები ყველა კომპანიასა და ორგანიზაციაში, რაც საკუთარ თავში კოლექტიური მოლაპარაკებისა და სხვა მშრომელთა ინტერესების გამტარ ვალდებულებებსაც გულისხმობს.

- განისაზღვროს სავალდებულო სახელფასო ბიუჯეტის წილი კომპანიების / ორგანიზაციების მოგებიდან. (ორიენტაციისთვის ფრანგული მოდელი )

- განისაზღვროს საერთო ეროვნული მინიმალური ხელფასი

- საჯარო სექტორში, განსაკუთრებით მომგებიან სახელმწიფო კომპანიებში დაინერგოს საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკა.

გაფიცვამდე უკეთესი საქართველო შესაძლებელია დაანონსებს ფართომასშტაბიან სამუშაო კონფერენციას, სადაც ყველა მოთხოვნასა და საკანონმდებლო ცვლილებას თავად მშრომელებთან და პროფესიონალებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ.