საქართველო
1991 წელს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მას შემდეგ ძალადობრივი მეთოდებით ნეოლიბერალური დიქტატურა დამყარდა. ოლიგარქიულ წყობასა და ბაზრის ფუნდამენტალიზმს დაემორჩილა საზოგადოების ყველა შრე. აკადემია, მეცნიერება, კულტურა იძულებით თუ ნებაყოფლობით ემსახურება ნეოლიებრალიზმს ან /და არ გააჩნია მასთან წინააღმდეგობის უნარი. საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალური გაერთინებაც კი, ამ მჩაგვრელი სისტემის ერთ-ერთი შრეა. ეროვნული ბანკი კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ინსტრუმენტი საქართველოში. უცხოური ფონდები კოლონიალური ინტერესებით გაჟღენთილი, რომელთა საერთო მიზანი არსებული სტატუს კვოს, რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება ან / და წინააღმდეგობის კონტროლია. არსებული პოლიტიკური პარტიები ერთად ქმნიან და ასაზრდოებენ ამ მახინჯ სისტემას. ასეთ რეალობაში არსებობს წინააღმდეგობის ერთადერთი გზა - სახალხო წინააღმდეგობისა და განვითარებისთვის მწყობრი სისტემის შექმნა. არჩიბალდის და მისი მხარდამჭერების / მაყურებლების აქტივობა ქართული სოციალ-დემოკრატიული ტრადიციის ახალი დასაწყისია, რომელიც ნულიდან, ერთად უნდა ავაშენოთ. კი, ეს შესაძლებელია