Back to All Events

კოოპერატიული წარმოება

იმისათვის რომ შევძლოთ წარმატებული კოოპერატიული კომპანიებისა თუ ფინანსური ინსტიტუტების დაარსება, ჩვენ გვჭირდება ცოდნისა და გამოცდილების გზა. უკეთესი საქართველო შესაძელებელია წარმოგიდგენთ პირველ საერთაშორისო კონფერენციას კოოპერატიული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, სადაც გავეცნობით ეკონომისტების ხედვებს, სხვადასხვა კოოპერატიული კომპანიების ისტორიასა და გამოცდილებას, გავიაზრებთ საქართველოს არსებულ კანონმდებლობას და შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

ეკონომიკური აქტივობების მაქსიმალური დემოკრატიზაციისა და სამართლიანობის გზაზე, კოოპერატიული მფლობელობის კომპანიები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანესს რგოლს.

არაერთმა ქვეყანამ პროგრესული ეკონომიკური ხედვის ეს კომპონენტი უკვე სახელმწიფო პრიორიტეტის რანგში აიყვანა და მის მხარდაჭერასაც უწყობს ხელს.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გათვლილია სხვადასხვა სფეროს მშრომელების, ინდივიდიალურ ფერმერებისა და ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებზე, რათა ერთად შევძლოთ უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა, შესაბამისი კანონმდებლობის გამართვა და აკადემიური ცოდნის მიღება.

Previous
Previous
January 31

საჯარო ბანკი