საერთაშორისო კონფერენცია საჯარო ბანკებისა და საქართველოში მათი დაარსების შესახებ. ორდღიანი სამეცნიერო და სამოქალაქო კონფერენცია ეკონომისტების, მსოფლიოს სხვადასხვა საჯარო ბანკებისა და ჩვენი ეკონომიკური გუნდის მონაწილეობით.
კონფერენცის პირველ დღეს მოწვეული იქნებიან ცნობილი ეკონომისტები მთლი მსოფლიოდან, საჯარო ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მეცნიერულ მოხსენებებს, წარმატებული საჯარო ბანკების ხედვასა და გამოცდილებას, განიხილოს საჯარო ბანკების საქართველოში განხორციელების იდეა.
მეორე დღეს კი, კონფერეცია საზოგადოებას წარუდგენს დეტალურ კანონპროექტს საჯარო ბანკების შესახებ და ვრცელ დოკუმენტს მათი წარმატებით დაარსებისა და განვითარებისთვის.
საერთაშორისო გამოცდილებითა და ცოდნით შეიარაღებული საზოგადოება კი, ვიწყებთ მთლი ქვეყნის გაერთიანებას საქართველოში საჯარო და სამართლიანი საბანკო სექტორის დაარსებისთვის საჭირო პოლიტიკურ პროცესს.
Back to All Events