რა განსხვავებაა მინიმალურ და საცხოვრებელ ხელფასს შორის?

საცხოვრებელი ხელფასი არის ის მინიმალური შემოსავალი, რომელიც ერთ მშრომელს / მოქალაქეს სჭირდება ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი, ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტირება და სხვა. ის განსხვავებდება მინიმალური ხელფასისგან, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული სრულმასშტაბიანი ექსპლუატაცია. შესაბამისად, მინიმალური ხელფასით შესაძლებელია ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა, ხოლო საცხოვრებელი ხელფასით შესაძლებელია ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ხარჯის დაფარვა. მისი მეშვეობით შესაძლებელია მეტი ეკონომიკური სამართლიანობის მიღწევა, როცა სრულგანაკვეთზე დასაქმებულ მშრომელებს ეძლევათ სამსახურსა და ცხოვრებას შორის ზომიერი ბალანსით სიცოცხლე.
მრავალი ეკონომისტისა და სოციალური პოლიტიკის მკვლევარის აზრით, საცხოვრებელი ხელფასის დანერგვა აუმჯობესებს მშრომელთა ცხოვრების ხარისხს, ზრდის მათ პროდუქტიულობას და ამცირებს დასაქმებულთა ქრონიკულ როტაციას კომპანიებში. მისი წყალობით, შესაძლებელია ეკონომიკის სტიმულირებაც, რადგან საცხოვრებელი ხელფასი ზრდის მომხმარებელთა მსყიდველთუნარიანობას და ამცირებს სოციალური დახმარებების საჭიროებას. შეგახსენეთ, რომ ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში, ჩვენს რეგიონშიც კი, აშშ-ს ბევრ შტატში მოქმედებს მიმალური ხელფასის შესახებ კანონმდებლობა. მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომელთაც უკვე დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საცხოვრებელი ხელფასის დანერგვის მხრივ. დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი "ეროვნული საცხოვრებელი ხელფასის" შესახებ. Living Wage Foundation-ის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობა ყოველწლიურად არეგულირებს საცხოვრებელი ხელფასის მინიმალურ ოდენობას ინფლაციის, სასურსათო ფასებისა და სხვადასხვა ხარჯების მიხედვით.

ახალ ზელანდიაში საცხოვრებელი ხელფასის შესახებ პოლიტიკური პროცესი 2013 წელს დაიწყო და მალევე ის რეალობა გახდა. ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ამ რეფორმამ წარმატებით შეამცირა შრომითი სიღარიბის დონე და გაზარდა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ჯამური შემოსავალი. გერმანიაში მოქმედებს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი. თუმცა, ეს კანონი ახლოსაა საცხოვრებელი ხელფასის კონცეფციასთან, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ყოლვეწლიურად ადგენენ მინიმალური ხელფასის ოდენობას სწორედ საცხოვრებელი მინიმუმის მიხედვით. კიდევ ერთს შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც არ მიუღიათ კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, არსებობს კანონმდებლობა სავალდებულო პროფკავშირებისა და კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია საკუთარ თანამშრომლებს პროფკავშირი შეუქმნას და ხელფასებზე თანამშრომლებთან კოლექტიური მოლაპარაკება აწარმოოს.

კომპანიები, რომლებმაც საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკა თავად დანერგეს

IKEA: გლობალური საცალო ვაჭრობის გიგანტი, ცნობილია საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკის განხორციელებით რამდენიმე ქვეყანაში. დიდ ბრიტანეთში, 2016 წელს IKEA გახდა პირველი დიდი საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელმაც საცხოვრებელი ხელფასი დანერგა. პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, IKEA-მ დაადსტურა თანამშრომელთა ნაკლები ცვლილება და მშრომელთა კმაყოფილების ზრდა. ამან კომპანიის ოპერატიული ეფექტურობა გაზარდა, რადგან კმაყოფილი მშრომელები უფრო პროდუქტიულნი და ერთგულნი ხდებიან დამსაქმებელი კომპანიის მიმართ. Unilever: კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს საცხოვრებელი ხელფასი უკლებლივ ყველა დასაქმებულისთვის მისი ვაჭრობით მთლიან ქსელში 2030 წლისთვის. კომპანიის 70-ზე მეტმა მსხვილმა მიმწოდებელმა უკვე ხელი მოაწერა ამ ინიციატივას. Unilever-ში დაწყებული პროცესმა უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგი და თავად კომპანიის განცხადების მიხედვით, საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკამ გააუმჯობესა დასაქმებულთა მოტივაცია და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა.


Patagonia: ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ცნობილია ეთიკური ბიზნესპრაქტიკის ადვოკატირებით, მათ შორის ყველა თანამშრომლისთვის საცხოვრებელი ხელფასის უზრუნველყოფით. Paypal და მრავალი სხვა კომპანია ნებაყოფლობით, საკუთარი სტრატეგიის მიხედვით გადავიდა საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკაზე. კემბრიჯის უნივერისტეტის კვლევაში, Paypal კომპანიის წარმატებას და ეფექტურობას სწორედ საცხოვრებელი ხელფასის დანერგვას უკავშირებს.

საცხოვრებელი ხელფასი მიკრო და მარკოეკონომიკურ განზომილებაში:

გაზრდილი პროდუქტიულობა: მშრომელები, რომლებიც იღებენ საცხოვრებელ ხელფასს უფრო მოტივირებული და პროდუქტიულნი არიან. ცხოვრებისთვის საჭირო ხელფასი ზრდის კმაყოფილებას სამსახურის მიმართ და ამცირებს საშტატო დანაკაგებს, რისი წყალობითაც კომპანიის მდგრადი ზრდა და ეფექტურობა მიიღწევა.

უკმაყოფილი მშრომელების გადინებით კომპანიის ხარჯები იზრდება. საცხოვრებელი ხელფასი კი, უზრუნველყოფს მათ ინტერესს კომპანიის მიმართ. შედეგად, ეს ქმნის გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს კომპანიის წიაღში და ამცირებს ახალი კადრების აყვანისას საჭირო ხარჯებს - როგორიცაა ტრენინგი ან / და უბრალოდ იზოგება დრო, რომელიც ახალ თანამშრომელს სჭირდება კომპანიის საქმიანობაში უფრო ეფექტურად ჩართვისთვის.

ქვეყნები, რომელებიც საცხოვრებელი ხელფასის პოლიტიკას ნერგავენ, ან / და იქ სადაც ბევრი ასეთი პოლიტიკის კომპანიაა, ბევრად უფრო კარგ შედეგს აჩვენებენ შემოსავლების უთანასწორბის შემცირებაში, ვიდრე ისინი რომელთაც ასეთი კანონები არ აქვთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს სტაბილური და ერთიანი საზოგადოების ფორმირებაზე. შემცირებული სიღარიბე და სოციალური ბალანსი პირდაპირ კავშირშია დემოკატიული საზოგადოების შექმნასთან.

საცხოვრებელი ხელფასით იზრდება ქვეყნის მსყიდველთუნარიანობა. რაც პირდაპირ კავშირშია იგივე ბიზნესების წარმატებასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში ოპერირებენ. მეტი შემოსავალი მშრომელებისთვის ნიშნავს მეტ ხარჯვას ეკონომიკაში.

გაუმჯობესებული საზოგადობრივი ჯანმრთელობის ინდექსი: კვლევებით დასტურდება, რომ მშრომელები, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი ხელფასი ან მეტი, უფრო მეტ დროს უთმობენ ჯანმრთელობასა და სწორ კვებას. უფრო მეტად აძლევენ თავს დასვენებისა და გაჯანსაღების უფლებას. ეს არამარტო მოქალაქეთა ბედნიერების ინდექსია, არამედ, სახელმწიფო ხარჯების დაზოგვაც, რადგან მშრომელთა დიდი ნაწილისთვის, რომელიც სისტემურად ზრუნავს ჯანმრთელობაზე - უფრო ნაკლებად საჭიროებს ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას უყურადღებობით გამოწვეული შემთხვევებისთვის.

სამხრეთ კორეის მოდელი: ხელფასისა და მოგების კავშირი

სამხრეთ კორეამ შრომის პოლიტიკაში საკმაოდ უნიკალურო კომპონენტი დანერგა. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც მსხვილ კომპანიებს ავალდებულებს გაზარდონ ხელფასები მოგების ზრდის პროპორციულად. ეს მიდგომა საინტერესოა საქართველოსთვის სწორედ ახლა - გარდამავალ პერიოდში, სადაც რთულია ეროვნული საცხოვრებელი ხელფასის დაწესება ბევრი კომპანიის არასტაბილურობის ან შემოსავლების არასაკმარისი რაოდენობის გამო. მაგრამ თუ სახელფასო ვალდებულებებს მოგების მიხედვით დავაწესებთ, უმრავი კომპანია მოექცევა ამ რეგულაციის ქვეშ - შესაბამისად, ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ოჯახების ცხოვრება მკვეთრად გაუმჯობესდება. სამხ. კორეის ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა განსაკუთრებით დიდ ტექნოლოგიური და მწარმოებელ კომპანიებში - ისეთები როგორიცაა სამსუნგი და ჰიუნდაი. ამ მოკლე სტატიიდანაც ნათელია, რომ საცხოვრებელი ხელფასი და ღირსეული შრომის ანაზღაურება არა მხოლოდ მშომელთათვის არის, არამედ მთლიანი ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვისაც სასარგებლოა. მაღალი ანაზღაურება ზრდის მომხმარებელთა მსყიდველთუნარიანობას და მოთხოვნას, ხელს უწყობს საზოგადოების მდგრად და ჯანმრთელ ზრდას. მშრომელებს, რომელთაც საკმარისი ანაზღაურება აქვთ ძირითადი საჭიროებები დასაკმაყოფილებლად, მეტად არიან მიდრეკილნი საკუთარი კომპანიის, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობისკენ, რაც ქმნის ძლიერ ინდივიდს, საზოგადოებას, კერძო სექტორს და სახელმწიფოს. არსებობს ხალხი, რომელიც ამტკიცებს რომ საცხოვრებელი ხელფასის დანერგვა ზრდის ხარჯებს კომპანიიებისთვის და გამოიწვევს ფასების ზრდას, სამუშაო ადგილების შემცირებას. თუმცა, პრაქტიკაში ეს ასე არ არის - გრძელვადიანი სარგებელი, რომელსაც კომპანიების იღებენ საცხოვრებელი ხელფასის დანერგვით აჭარბებს სასტარტო გამოწვევებს. ამასთან, თანამედროვე სამყაროში მომხმარებელების დიდი ნაწილი ეთიკურ კომპანიებს ეძებს - საცხოვრებელი ხელფასის დანერგვა ბიზნესებს შეუძლიათ მარკეტინგის და საზოგადოებასტან ურთიერთობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად აქციონ. საცხოვრებელი ხელფასით და ღირსეული შრომითი პირობების პოლიტიკაში გატარებით შეგვიძლია საზოგადოების ტრანფორმაცია. ეს მხოლოდ ეკონომიკური არგუმენტი არ არის. ესაა პოლიტიკა, რომელიც ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას ქმნის, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოს.


Previous
Previous

საჯარო ბანკი

Next
Next

ტექნოფეოდალიზმი: კაპიტალიზმის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მოკვდა.