უკეთესი ტაქსი


ბოლო წლებში საქართველოს საქართველოს ტაქსის ბაზარი თითქმის სრულად დაიკავეს საერთაშორისო კომპანიებმა, როგორიცაა ბოლტი, იანდექსი, მაქსიმი და ახლა უკვე უბერიც შემოდის ქართულ ბაზარზე. კოპორატიულ მოგებაზე აგებული კომპანიების დომინრებამ მაღალი საკომისიო პროცენტები, მშრომელთა შეზღუდული უფლებები და შესაბამისი უკმაყოფილებაც გამოიწვია. უკეთესი საქართველო შესაძლებელია აპირებს შექმნას სოციალური სერვისი / აპლიკაცია ტაქსი, რომელიც სამი წლის ვადაში სრულად კოოპერატიულ მოწყობაზე გადავა, რომელიც ბაზარს მალევე აითვისებს უკეთესი პირობებით, როგორც დასაქმებულებისთვის ისე მომხმარებელთათვის და რაც ყველაზე მთავარია იქნება თავად ტაქსისტების მფლობელობაში.

გამოწვევები არსებული კომპანიების პირობებში:

1. უცხოური კომპანიების ძირითადი მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა - ქართველი მშრომელების ექსპლუატაციის გზით. საკომისიო, რომელსაც ეს კომპანიები აწესებენ 24%-ის ფარგლებში მერყეობს. მტაცებლური კორპორატიული პოლიტიკის წყალობით, ტაქსის მძღოლები ერთგვარი მძევლები არიან სისტემის, რომელსაც ისინი ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჩაანაცვლოს.

2. მსგავსი მიდგომებისა და ანაზღაურების წყალობით, მძღოლთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შემოსავლით, რომელიც პირდაპირ აისახება მათ კეთლდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

3. გამოწვევაა ასევე, რომ საქართველოში არ არსებობს კოოპერატივების დიდი გამოცდილება. ნეოლიებერალურმა ათწლეულებმა ადამიანებში ხშირად ფანტაზიაც გააქრო თუ როგორ შეიძლება მშრომელთა ურთიერთთანამშრომლობითა და თანამფლობელობით საერთო დოვლათის შექმნა და მდგრადი განვითარება. აღსანიშნავია ის გამოწვევებიც, რომელიც ასეთ კოოპერატივს საქართველოს რეალობაში დასაწყისში გაუჩნდება - წყნეხი და დივერსია არსებული კომპანიების მხრიდან. ამიტომ ნაცვად იდეოლოგიური იდეალიზმისა, ჩვენ ამ ნაწილშიც პრაქტიულ გამოსავალს გთავაზობთ.

სოციალური სერვისიდან - კოოპერატივამდე.

უკეთესი საქართველო შესაძლებელია დაარსებს ახალი ტაქსის სერვისს / აპპლიკაციას სოციალური სამართლიანობის პრინციპზე აგებული მკაცრად რეგულირებული წესდებით, სადაც ასევე გათვალისწინებულია სრულად კოოპერატიულ სისტემაზე გადასვლა სამი წლის ვადაში.

წესდების მიხედვით:

სოციალური საწარმო “ახალი ტაქსი” საკომისიო მხოლოდ 5% იქნება, რაც მოხმარდება კომპანიის ადმინისტრაციულ / ტექნიკურ / მარკეტინგულ ხარჯებს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული შეკვეთის ღირებულებიდან 95% პირდაპირ დასაქმებული მძღოლის ანგარიშზე აისახება.

ნებისმიერ ზედმეტი შემოსავალი, რომელიც ყველა ხარჯის დაფარვის შემდეგ ექნება კომპანიას, ირიცხება როგორც მხარდაჭერა “უკეთესი საქართველო შესაძლებელიასთვის” და მისი სოციალურ-პოლიტიკური აქტივობებისთვის. [როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნეს პროექტიდან]

სამწლიანი ტრაზიცია: კომპანიის წესდების მიხედვით იგივე სამ წელიწადში სრულად კოოპერატივად უნდა დარეგისტრირდეს, რაც ნიშნავს, რომ ტაქსის კომპანია სრულად მასში დასაქმებული ადამიანების თანასაკუთრებაში გადავა.

სამი წლის განმავლობაში კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მუდმივად გაეცნობიან კოოპერატიული მეწარმეობის კულტურას, წესებს და კანონმდებლობას. ექნებათ საშუალება ჩაატარონ საერთაშორისო შეხვედრები მსგავსი ტიპის კოოპერატივებთან მთელი მსოფლიოდან, რათა კარგად იქნას გაზიარებული საერთო საკუთრების იდეა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები. მანამდე კი, მათი შრომითი უფლებები და მაქსიმალური საკომისიო მარჟა 5% კომპანიის წესდებით იქნება დაცული.

კოოპერატიული ტაქსის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ნიო იორკის ტაქსის მძღოლება შექმნეს. Driverscoop ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ მშრომელთა საქმიანობას ერთ ან რამდენიმე მფლობელს მოვაშორებთ, დასაქმებულთა შემოსავალი იზრდება და შრომითი პირობები მკვეთად უმჯობესდება. კოოპერატივის დაარსების იდეა თავად ერთ-ერთ მძღოლს ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უბრალოდ მიხვდა, რომ მონოპოლისტი გიგანტური კომპანიების წინააღმდეგ საგაფიცვო ბრძოლები ხშირად უშედეგოთ მთავრდება. თუმცა, ნიჰილიზმის მაგივრად მან გამოვალი პროგრესულ ეკონომიკაში იპოვა. გაეცანით ნიუ-იორკ თაიმსის სტატიას ამ კოოპერატივის შესახებ აქ.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი NEW SCHOOL პლატფორმის (გიგ) ეკონომიკის მშრომელებს იურიდიულ, აკადემიურ ტექნიკურ მხარდაჭერასაც სთავაზობს . უნივერსიტეტს ჩვენც პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ ამ პროექტის საქართველოში განხორციელების საქმეში.

სხვადასხვა ასეთი კოოპერატივების შესახებ მეტ ინფორმაციას ჩვენს ჟურნალში ეტაპობრივად გაგაცნობთ ხოლმე სტატიებისა და ვიდეოების სახით.

მგონი, ნათელია - ჩვენ გვჭირდება ახალი, მშრომელებზე მორგებული ტაქსის კომპანია, რომელიც ეტაპობრივად გარდაიქმნება სრულგანზომილებიან კოოპერატივად.

ეკონომიკური მოდელიც მარტივი - როცა არ არსებობს პირამიდის მწვერვალში მყოფი ერთი მფლობელი - დოვლათის გადანაწილება თავად დასაქმებულებში ხდება, რაც პირდაპირ აისახება, როგორც დასაქმებულთა შემოსავალზე ისე ფასებზე მომხმარებელთათვის.

სამომავალო გეგმები : სამი წლის განმავლობაში, კოოპერატიული კულტურის გაძლიერებასთან ერთად, კომპანიამ უნდა შეიმუშავოს სრულად მწვანე ენერგიაზე გადასვლის სტრატეგიული გეგმა.

ბიზნეს გეგმისა და აპლიკაციის პრეზენტაციის თარიღს კი, შეძლებისდაგვარად მალე გამოვაცხადებთ.

Next
Next

სტუდენტური ბინა