სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის.
არსებულ ეკონომიკასა და სოციალურ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება საბინაო პოლიტიკა. საქართველო სახლმწიფო უნივერსიტეტებში ციკლურად საშუალოდ 72, 000 სტუდენტი ირიცხება. დაბალი ხელფასები, სწავლისა და მუშაობის შეუთავსებლობის პრობლემა ქმნის პრობლემების ჯაჭვს ახალგაზრდებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში განათლების ხარისხზეც აისახება. ერთის მხრივ, მთავრობა არ ატარებს განათლების რეფორმას და ხელს არ უწყობს უნივერსიტეტების განვითარებას, მეორეს მხრივ, თავად სტუდენტებსაც არ აქვთ ასეთი რეფორმისთვის ბრძოლის უნარი და დრო. რეალობა ისეა მოწყობილი, რომ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტს, რომელსაც შესაბამისი დაფინანსება საკუთარი ოჯახიდან არ აქვს და იძულებულია იმუშაოს არც სწავლისთვის რჩება დრო და მითუმეტეს განათლების რეფორმის მოთხოვნისთვის. სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის მთლი რიგი პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარებოდა და თაობებს მისცემდა საშუალებას უკეთესი სასტარტო პირობებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით, როგორიც არის ასეთი მასშტაბის სტუდენტური საცხოვრებლები, მთავრობას ეკონომიკის სტიმულირებაც შეუძლია. ეს დამატებით სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ აქტივობებსაც უდრის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროექტით საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც სახელმწიფო უნივერისიტეტი არსებობს, სახელმწიფო შეძლებდა ურბანული პოლიტიკის განაჯსაღებას სწორი დაგეგმარებითა და განაშენიანებით, რომელიც კერძო სექტორის კომერციულ ინტერესებზე არ იქნება მიბმული. სქემა იმდენად მარტივი და შესაძლებელია, რომ დასაწყისისთვის შეიძლება იმაზეც გაბრაზდეთ ეს აქამდე როგორ არ გააკეთა არცერთმა მთავრობამ.
მოდით უხეში კალკულაცია გავაკეთოთ. ამ დათვლაში არ არის გათვალისწინებული მრავალი ფაქტორი. ისეთები, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, სხვადასხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა გადაკეთბაც შეიძლება საცხოვრებლად, ერთიანი დიდი შესყიდვების დროს მიღებული ფასდაკლებები და მრავალი სხვა ხელსაყრელი პირობა სახელმწიფოსთვის.
არქიტექტურული პროექტები კონკურსის მიხედვით უნდა შეირჩეს, რომლის მთავარი პირობები ასე უნდა გამოიყურებოდეს: ეფექტური ინტერიერის დიზაინი (მაგ. მინიმალისტური “ბრუტალიზმი” - სადაც არ არსებობს ისეთი კომპონენტები, რომელთა შეკეთება / გამოცვლა ხშირად არის საჭირო) , ენერგოეფექტურობა და სხვა.
დღეის მდგომარეობით და უხეში, მიზანმიმართლად გაბერილი ბიუჯეტი ასე გამოიყურება.
1 კვმ დასრულებული ბინის თვითღირებულება = 400$
1 ბინა = 25 კვმ
1 ბინა = 10 000 $
72 000 ბინა = 720 მლნ $
მშენებლობის ხანგრძლივობა 3 წელი.
სტუნტური ბინით სარგებლობის პირობებიც მარტივია - თქვენ უნდა ირიცხებოდეთ საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწავლობდეთ უწყვეტად.
ლიბერალებს მუდმივად უყვართ საჯარო სიკეთის გაქრობა ან მისი შევიწროვება. არსებულ ეკონომიკურ რეალობაში დაუშვებლად მიგვაჩნია ბინების ან აკადემიური მოსწრების ან რამე სხვა ნიშნით დროებით მოხმარებაში გაცემა. ჩვენ გვჭირდება ახალი თაობები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისში საკუთარი სახელმწიფოსგან შესაბამისი სერვისები მიიღონ.
ე.ი. გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის წელიწადში მაქსიმუმ 240 მლნ $-ის გამოყოფა იქნება საჭირო.
ახლა გაიხსენეთ რამდენ უსარგებლო პროექტსა და კორუფციაში იფლანგება ასეთი სახსრები.
კი, უკეთესი საბინაო პოლიტიკა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი თუ ამას 72 000 პოტენციური ან მიმდინარე სტუდენტი, მათი ოჯახები ან / და მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს სახელმწიფოსგან - ჩვენი საკუთარი ბიუჯეტიდან.
ჩვენ ერთად შევქმნით ამ პროექტის მონახაზს / ინიციატივას და ერთად ვიბრძოლებთ მისი დამტკიცებისა და განხორციელებისთვის.
Previous
Previous
უკეთესი ტაქსი
Next
Next