როგორ დავაარსოთ კოოპერატიული ბანკი?

საქართველოში კოოპერატიული ბანკის დაარსება თამამი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის დემოკრატიზაციას და არსებული მონოპოლისტების გავლენის მკვეთრად შემცირებას. საბანკო სექტორის გაჯანსაღებისა და მისი საქართველოს სოციალურ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მორგების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ტიპის პროგრესზე საუბარიც კი. თავად წევრების საკუთრებაში არსებული კოოპერატიული ბანკი, ერთ-ერთი ასეთი გადაუდებელი პროგრესული ეკონომიკური მოძრაობაა,რომელიც შეიძლება იქცეს უფრო დიდი ტრანსფორმაციის ძალადაც.  ამ სტატიით გვინდა დაგანახოთ კოოპერატიული ბანკის დაარსების ორი ძირითადი შესაძლბელობა საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტეკონომიური და სოციალური კონტექსტების გათვალისწინებით. ეს ორი ძირითადი შესაძლებლობა კი ასეთია : პირველი ფართომასშტაბიანი მობილიზაციით მიღწეული სრულად წევრების მიერ დაფინანსებული და მეორე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მოდელი ერთჯერადი საზოგადოებრივი ინვესტიციის გზით. ორივე მიდგომა წარმოადგენს სამართლიან და ფინანსური სექტორის დემოკრატიზაციისკენ მიმართულ გზას, რომელიც არაერთი კოოპერატიული ბანკის დაარსების ისტორიაც ყოფილა.

წევრთა მიერ დაფინანსებული მოდელი:

წევრთა მიერ დაფინანსებული მოდელი ფოკუსირებულია კაპიტალის მობილიზაციაზე ინდივიდებისგან, ბიზნესებისგან, სათემო გაერთინაბებისა და სხვა აქტორებისგან კოოპერატიული ბანკის დასაარსებლად. ასეთი დაფინანსების მოდელით, პირველადი შენატანი განიხილება, როგორც კაპიტალილს ინვესტიცია და არა ქველმოქმედება - შესაბამისად, წევრები მიიღებენ საკუთრების აქციებს შენატანის პროპორციულად. თუმცა, კოოპერატიულ ბანკში ფინანსური წილის მიუხედავად, მოქმედებს “ერთი წევრი ერთი ხმა” პრინციპი - ნებისმიერ წილის მფლობელს ბანკის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში მხოლოდ ერთი ხმა აქვს. ესაა კოოპერატიული ბანკინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. მცირე შენატანებით დემოკრატიული თანამონაწილეობის შესაძლებლობა, კოოპერატიულ ბანკის წევრობით დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თუნდაც 100 ლარით შეძლონ თანამონაწილეობა. რა თქმა უნდა, ბანკი მიესალმება უფრო დიდ ინვესტიციებს ბიზნესსექტორიდან, რათა რაც შეიძლება მალე იქნას კონსოლიდირებული 50 მილიონი ლარი, რომელიც დაწესებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი.საქართველოში არსებული საშუალო და მსხვილი ბიზნესის ეფექტური გაერთიანების შემთხვევაში, კაპიტალის მობილიზაცია ბევრად უფრო მარტივად შესაძლებელი იქნება


სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მოდელი



ასეთ მოდელში, რა თქმა უნდა, საქმე ბევრად უფრო მარტივად არის და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ქართული სახელმწიფო დღეს. მთავრობის მიერ ერთჯერადად გამოყოფილი ინვესტიცია კოოპერატიული ბანკის დაარსებისთვის თანხვედრაში უნდა იყოს სახელმწიფოებრივ პოლიტიკასთან მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ბალანსის მისაღწევად. ამ მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ერთჯერად ინვესტიციას 50 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც საკმარისია კოოპერატიული ბანკის სასტარტო კაპიტალისთვის. ასეთი საჯარო ინვესტიციის სტუქტურა ინვესტიციაა და არა სუბსიდიაა. მთავრობის ჩართულობა ტექნიკურად ითაგმნება შეზღუდული საკუთრებით წილად - დაახლ. 25%-მდე - ხოლო დანარჩენი საკუთრება ნაწილდება ყველა სხვა დანარჩენ წევრებს შორის. ასეთი სტრუქტურით შესაძლებელია წევრების მმართველობის შენარჩუნება, ხოლო მთავრობის როლი რჩება ლიმიტირებული და დროებითი - ბანკის თვითკმარად ჩამოყალიბების ეტაპზე კი, წინასწარ დაგეგმილ-გაწერილი გასვლის სქემით.


წევრთა მიერ დაფინანსებული მოდელის მსგავსად, სახელმწიფო კაპიტალით შექმნილი კოოოპერატიული ბანკიც, სამომავლოდ ოპერირებს წევრთა დეპოზიტებით და სხვადასხვა ფინანსური პროდუქტებით. ამ მოდელის მიხედვით, ბევრად ეფექტურად შეიძლება სახელმწიფო და კერძო სექტორის სინგერგია, როგორც ბანკის განვითარებისთვის, ისე ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანობის კუთხით, რაც პასუხია არსებულ ოლიგოპოლიურ გამოწვევებზე საბანკო სექტორში. 

რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი ინტერესებით გამსჭვალული მთავრობა კოოპერატიული ბანკების განვითარებას უპრობლემოდ დაუჭერდა მხარს, რაც მისი გახსნის დღეს ბევრად უფრო დააჩქარებდა. თუმცა, ჩვენს ოლიგარქიულ რეალობაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათ იმედად ყოფნა არ შეიძლება და თავადაც უნდა შევძლოთ თვითორგანიზება ასეთი ეროვნული და სოციალური მიზნებისთვის. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა კოოპერატიულ ბანკს დამატებითი სტაბილურობის შრეს სძენს ფინანსური ინსტიტუციის მონაწილე ყველა მხარისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე. 


ეს არის კოოპერატიული ბანკის დაარსების ორი დამოუკიდებელი გზა. თუმცა, ვფიქრობთ მკითხველისთვის ნათლია, რომ ამ ორივე მოდელის გაერთინებაც არის შესაძელებელი უფრო მეტი ეფექტურობისა და სტაბილური განვითარების მისაღწევად.

ახლა მინდა დაგანახოთ ბანკის ზედამხედველობის რგოლიც, რომლითაც არამხოლოდ კოოპერატიული ბანკის ზედამხედველობის ჩამოყალიბება შეიძლება, არამედ ქვეყანაში ახალი პროგრესული ეკონომიკის ინსტიტუტის გაჩენაც.

მართვისა და ზედამხედველობის ნაწილში ევროპული გამოცდილება ავიღოთ, სადაც არსებობს დირექტორთა საბჭო, რომელიც უაშუალოდ მართავს ბანკს და ასევე დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ დადგენილი სამოქმედო ჩარჩოს ეფექტურ და სამართლიან აღსრულებას. ორივე კოლექტიურად, წევრების მიერ არჩევის გზით კომპლექტდება.

სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებისთვის კი,  კოოპერატიულ ბანკს შეუძლია არამხოლოდ საკუთარი მდგრადობისთვის შექმნას დამატებითი ინსტიტუტი, არამედ, ზოგადად საქართველოსთვის შეიქმნას პროგრესული ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელიც კოოპერატიულ ბანკსაც მოემსახურება, როგორც სამეთვალყურეო საბჭო.

ხედვა მარტივია : თუ ბანკმა ყველა ვარიანტში უნდა შექმნას სამეთვალყურეო საბჭო - მაშინ რატომ არ შეიძლება ეს საბჭო ახალი პროგრესული ეკონომიკის ინსტიტუტი იყოს, რომელიც პროგრესულ ეკონომისტებს განვითარების საშუალებას მისცემდა, ბანკის საქმიანობაც მუდმივად იმ პროფესიონალების ხელში იქნებოდა, ვინც იდეოლოგიურადაც ამ ეკონომიკური მოდელების მომხრეა? შედეგად ბანკი მიიღება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ აკადემიურ ინსტიტუციას, რომელიც მას მოემსახურებოდა და ამასთან ქვეყანაში გაჩნდებოდა პროგრესული ეკონომიკის ინტელექტუალური ცენტრიც. 

Previous
Previous

კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ცენტრი