კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ცენტრი
ქსელით მთელს საქართველოში


პრივატიზებული ფილარმონიები, განადგურებული მასიური კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, გასხვისებული კინოთეატრები, კერძო ბანკებისა და სათამაშო ბიზნესის მძევალი ხელოვნება, რომელსაც მორიგ შრედ ხშირად ფონდების კოლონიური ინტერესიც ადევს, გაუმართავი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დამორჩილებულია მმართველი პარტიის ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს და მრავალი სხვა უსამართლობა , რომელიც ნეოლიბერალიზმმა საქართველოში გამოიწვია ყველასათვის ნათელი და ცალსახაა.

როგორც ბევრი სხვა მიმართლებით, უკეთესი საქართველო შესაძლებელია გთავაზობთ გაერთიანებას საერთო სახალხო ძალისხმევისთვის, როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე. ერთის მხრივ საჭიროა მარადიული ბრძოლა მთავრობებთან საჯარო ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის გამართვისა და განვითარებისთვის, მეორეს მხრივ კი, ჩვენ თავადაც უნდა შევქმნათ მსგავი მოდელები საერთო ძალისხმევით, ჩართულობითა და თანამონაწილეობით. ამიტომ დეტალურად აღარ შეგახსენებთ სათითაოდ ზუგდიდის კომბინატის სპორტკომპლექსისა, კინოთეატრი აპოლოსა თუ მრავალი სხვა ბრძოლების მუდმივ აუცილებლობას და ძალისხმევის ნაწილი მივმართოთ სამაგალითო კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრების შექმნისკენ. თავად კულტურის სფეროს თანამონაწილებითა და მხარდაჭერით, ფართო საზოგადოების ჩართულობით - უკეთესი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკა შესაძლებელია თავადაც შევქმნათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთ გარემოში,სადაც კერძო ბანკებსა და სათამაშო ბიზნესს პრაქტიკულად დატყვევებული ჰყავს ქართული ხელოვნება. “ბაზრის უხილავი ხელის” სასწაულებრივი მოღვაწეობით, საქართველოს თაობები ეზრდება, რომლებიც მოწყვეტილი არიან კულტურულ შინაარსებსა და წვდომას ხარისხიან/საჯარო საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუტებსა და შესაბამის ინფრასრუქტურას.

ჩვენ ამ მიმართლებებით იმდენი გვაქვს აღსადგენი, დასაარსებელი და შესაქმნელი, ზედმეტი არასდროს იქნება.

ამიტომ უკეთესი საქართველო შესაძლებელია გთავაზობთ გაერთიანებას საერთო ძალისხმევისთვის, რათა დავაარსოთ პირველი ორგანიზაცია, რომელიც თავად დაარსებს არაკომერციულ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დიდ ცენტრს დეცენტრალიზებული ქსელით მთელი საქართველოს მასშტაბით. კინო, საგანმანათლებლო პროგრამები, მუსიკა, ციფრული მეცნიერებები, თანამედროვე ხელოვნება,თეატრი, პოლიტიკური მეცნიერებები და გამომცემლობა, პროგრესული ეკონომიკის სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ყველაფერი ერთ უზარმაზარ სივრცეში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს კულტურის სექტორში მოიძებნება უამრავი პროფესიონალი, რომელსაც ასეთი ტიპის მასშტაბურ პროექტზე მუშაობა თავისუფალად შეუძლია და უფრო მეტის კომპეტენციაც კი გააჩნია. უბრალოდ, სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული არიან მავნე სამთავრობო კულტურის პოლიტიკაში, ან კერძოსექტორის მიერ გამართულ აქტივობებსა და ინფრასტრუქტურაში არიან ჩართული. დარწმუნებული ვართ, რომ მათ დიდი ნაწილიც სიამოვნებით ჩაერთვებოდა უკეთესი სისტემების ჩამოყალიბების სახალხო ძალისხმევაში.

ამას ემატება ის უამრავი ახალგაზრდა, რომელმაც სწორად ახლა დაასრულა სწავლა-განათლება ამ მიმართულებით, ფლობს კარგ აკადემიურ ცოდნას ან /და აქვს პრაქტიკული გამოცდილება, ვინც დარწმუნებული ვართ ჩაერთვება პროექტის სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებით საქმეშიც.

ერთად ვქმნით ინსტიტუტებს, რომელიც აგებულია თვითდაფინანსების გეგმაზე, როგორც მინიმუმ და საჭიროებს მხოლოდ ერთჯერად საერთო სახალახო ძალისხმევას, როგორც საერთო სიკეთისთვის ინვესტიცია.

რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შესაბამისს სტრუქტურებს, რომელთაც კანონმდებლობით ევალებათ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოში ბიუჯეტის ფულით, რომელიც ხშირად კომერციული, უშინაარსო, მავნე და არსით კორუფციული პროექტებისკენაა მიმართული. უკეთესი საქართველო შესაძლებელია, არის სოციალ-დემოკრატიული გაერთინაება, რომელიც იბრძვის სახელმწიფო დაფინანსებების გაზრდისა და ეფექტური მობილიზაციისთვის ფართომასშტაბიანი საჯარო კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორების განვითარებისთვის. ასეთი პოლიტიკა საკუთარ თავში, პირდაპირ საჯარო სერვისებსა და ინფრასტრუქტურას მოიცავს, ან სახელმწიფო დაფინანსებებს კერძო / არაკომერციული ინიციატივებებისთვის სხვადასხვა პროგრამებისა და პირდაპირი დაფინანსებების გზით. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერ ასეთი საბიუჯეტო ხარჯვებში, ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტები მუდმივად შეძლებს ერთ-ერთი ბენეფიციარის სტატუსზე უკონკურენტო იყოს. ყოველთვის მკაცრად და მკაფიოდ დასაბუთებული საჯარო, სოციალური და ეროვნული ინტერესით.

თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით კორუმპირებული მთავრობებისა და პარტიულად ანგაჟირებული სამინისტროების რეფორმირების მოლოდინში მხოლოდ, რომელთაც პირიქით, ასეთი რესურსების სახალხო ინტერესის წინააღმდეგ მომართვა შეუძლიათ.

დიდი იმედი გვაქვს სხვადასხვა ცნობილი კულტურის მოღვაწის, მეცნიერისა და აკადემიის წარმომადგენელის, რომლებიც ღიად დაუჭერენ ასეთი სახელმწიფოებრივი და სახალხო შინაარსის ტალღას და თანაშემოქმედიც გახდებიან ამ პროცესის.

ჩვენ გვჭირდება ერთად შევქმნათ მოდელი უკეთესი სისტემისთვის.

”ამბრი” - პირველი ფართომასთაბიანი მრავალპროფილური კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ცენტრი თბილისში დეცენტრალიზებული ქსელით მთელი საქართველოს მასშტაბით:

მინ. 3000 კვმ მეტრის მასშტაბის არქიტექტურა, რომელიც საკუთარ თავში დაიტევს კინოთეატრს, საკონცერტო და მრავალფუნქციურ დარბაზებს, საგამოფენო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეებს.

ცენტის დაფუძნებასა და თანამშრომლობაშიც ჩართვა შეუძლიათ არსებულ მცირე და საშუალო ზომის ინდივიდიალურ ინიციატივებსა და ორგანიზიებსაც, რომლებსაც სურთ ძალისხმევა ფართომასთაბიანი პროცესის შექმნისკენაც მიმართონ.

ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობების, საკუთარი პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ცენტრი მუდმივად ქმნის მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას, საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა აკადემიური მიმართულებებით, მათ შორის პროგრესული ეკონომიკა და პოლიტიკური მეცნიერებები, სამეცნიერო პროგრამებით კი, ცენტრი სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განათლებას მოქალაქეებისთვის, თაობებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

უკეთესი საქართველო შესაძლებელია უახლოეს პერიოდში მოგიწვევთ პირველ საჯარო პრეზენტაციაზე ფართო საზოგადოებისთვის, სადაც დეტალურად წარმოგიდგენთ ცენტრისა და ქსელის დაარსება / განვითარების პროექტს.






Previous
Previous

კოოპერატიული ბანკი.

Next
Next

როგორ დავაასროთ კოოპერატიული ბანკი?