„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად"
ნორვეგიელი ეკონომისტის, ჰარვარდისა და სხვა დიდი უნივერსიტეტების პროფესორის ერიკ რეინტერტის საკუთარ წიგნი "„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად" არის თანამედროვე ეკონომიკური დღისწესრიგის მრავალშრიანი კრიტიკა. ესაა სრულფასოვანი შეტევა ნეოლიებრალიზმის ეკონომიურ პრინციპებზე და მითებზე რომელიც "თავისუფალი ბაზრის" შესახებ არის მიზანმიმართულად / სისტემურად დანერგილი. რეინტერტის არგუმენტის ეპიცენტში დგას თეზა, რომ თანამედროვე სამყაროს განვითარებული / მდიდარი ქვეყნები არ გამდიდრებულად იმ გზით რა გზასაც ღარიბ ქვეყნებს ურჩევენ ან ხშირად აძალებენ კიდეც.
ეკონომისტი საკუთარ ნაშრომში კარგად ხსნის ეკონომიკურ სტრუქტურებს - რას აწარმოებს ქვეყანა და როგორ - ესაა მთავარი ფაქტორი მისი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. რეინტერმა საფუძვლიანად შეისწავლა თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ისტორია და ნათელია, რომ ყველა მათგანმა ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას პროტექციონიზმით, სახელმწიფო ინვესტიციებითა და ეკონომიკური აქტივობების სწორი რეგულირების ჩარჩოთი მიაღწიეს - ეს განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს ეხება. აშშ-ს და გერმანიას არ გაუტარებიათ თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკები იქამდე, სანამ საკუთარი ინდუსტრიები გლობალურად კონკურენტუნარიანად არ აქციეს. ერიკ რეინტერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულების საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილი პოლიტიკები კატასტროფის რეცეპტია ღარიბი ქვეყნებისთვის. წიგნში გასანკუთრებლად მძაფრად არის გაკრიტიკებული ნეოლიბერალური პოლიტიკები, 1970-იანი წლებიდან დღემდე, რამაც გაანადგურა ღარიბი ქვეყნები. ავტორის კვლევის საგანი მრავალი ქვეყანაა, რომელთა მაგალითებზეცაა აგებული ზემოთ ხსენებული კრიტიკა. მაგალითად, განას და უგანდას, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუციებმა აიძულეს თავისუფალი ვაჭრობის სისტემაში ჩართვა, რამაც ადგილობრივი ინდუსტრიები და მისი განვითარების პოტენციალი გაანადგურა, ქვეყანა კი უცხოურ კაპიტალთან კონკურენციასთან სრულიად დაუცველი დატოვა. ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ნაკარნახევმა პოლიტიკამ გამოიწვიდა რიგი ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, რისი საფუძველზეც ეს ქვეყნები დაბალი ღირებულების ექსპორტზე დამოკიდებული გახდნენ. ამის საპირწონედ კი, მდიდარი ქვეყნები განაგრძობდნენ ამ ქვეყნებიდან მოპოვებული რესურსებით მაღალი ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ნაწარმის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ რეინერტის წიგნში პოსტსაბჭოთა ქვეყნები გამოკვლეული არაა, ქართველი მკითხველისთვის მარტივად გასაგები იქნება ეს პროცესი საქართველოს უახლესი ისტორიისა და აწმყოს ანალიზის მეშვეობით. შეუძლებელია ვინმემ უარყოს რეინერტის ზუსტი ისტორიული შედარებები. ეკონომისტი ამტკიცებს, რომ მდიდარი ქვეყნის მიზანმიმართულად უაყოფენ განვითარებადი ქვეყნებისთვის იმ ეკონომიკურ სტრატეგიას, რითაც თავად მიაღწიეს წარმატებას. სტრატეგიული პროტექციონიზმი და ინდუსტრიული პოლიტიკა - ორი ძირითადი საფუძველია ეკონომიკური წარმატებისთვის.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი საკუთარ არგუმენტებს მეოცე საუკუნის აშშ-ს და ჩრ. ევროპის მაგალითებითაც ამყარებს - თუ როგორ გამოიყენეს მათ პროტექციონისტული პოლიტიკა საკუთარი ინდუსტრიების განვითარებისთვის. შემთხვევითი არც სამხრეთ კორეის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა - მათ არასდროს გაუთვალისწინებიათ თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიაა - პირიქით, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მართული ეკონომიკური აქტივობებით, სამხ. კორეელებმა შეძლეს ღარიბი ქვეყნიდან მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
წიგნი მარტო კრიტიკა არაა და ის ერთგვარი ეკონომიკური სახელმძღვანელოა სახელმწიფოებისთვის. თუმცა, მისი რეკომენდაციები მკვეთრად განსხვავდება იმ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რჩევებისგან, რომელთაც რეინტერტი ქვეყნების მიზანმიმართულ გაღატაკებაში ადანაშაულებს. ერიკ რეინტერტი მოუწოდებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სახელწიფოებს უარყონ ინსტიტუტის ერთგანზომილებიანი პოლიტიკა ყველა ქვეყნის მიმართს. განსაკუთრებით, კი სახელმწიფოებს ურჩევს დაიწყონ და აწარმოონ ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელსაც შემდგომში პროტექციონისტული პოლიტიკით უნდა განავითარონ და დაიცვან. რეინერტის ხედვა არაა გლობალიზაციის შემობრუნების მცდელობა - ის უფრო მტკიცებაა, რომ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება სტრატეგიული ჩარევა და დაცვა, სანამ ნეოლიბერალური დოქტრინა ამ პოლიტიკას მიზანმიმართულად უარყოფდა.
ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაპირისპირებას დომინანტური ეკონომიკური ნარატივის მიმართ, რომელიც თავისუფალ ბაზარს სიღარიბის დასაძლევ გზად გვთავაზობს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ნორგვეგიელი ეკონომისტის წიგნი გვასწავლის არის კრიტიკული კითხვების დასმა იმ ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლებთან, რომელთაც შექმნეს ბოლო ათწლეულების უთანასწორობითა და უსამართლობით სავსე სამყარო. ერიკ რეინტერტის ნაშრომი გახლავთ უმნიშნელოვანესი წვილი გლობალური უთანასწორობის კვლევის შესახებ დისკურსში, რომელიც გვთავაზობს არგუმენტირებულ ხედვას თუ როგორ უნდა შეიქმნას ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც განვითარებად ქვეყნების სიღატაკის ციკლიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს.