ბაზრის მითი: ნეოლიბერალური ეკონომიკის 10 ჩავარდნა და პროგრესული ალტერნატივა

მცირე შესავალივით:

ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი ბაზრის, პრივატიზაციის, დერეგულაციისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების იდეაზე დგას, 1980-იანი წლებიდან ხდება დომინანტური მსოფლიოში. ეს იდეოლოგია მოწოდებულია, როგორც გზა ზრდის, ეფექტურობისა და საყოველთაო კეთილდღეობისკენ. თუმცა, ფაქტები და ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს. ამ ჩამონათვალში ნახავთ 10 ასეთი მაგალითს, სადაც პროგრესულ ალტერნატივასაც დაგანახებთ.

მითი 1 : თავისუფალი ბაზარი ეფექტურობას უზრუნველყოფს

დაურეგულირებელი ბაზარი რესურსებს არაეფექტურად ანაწილებს / მიმართავს. მონოპოლიები, მტაცებრული ბიზნესპოლიტიკა, გარემოს დაბინძურება სწორედ ნეოლიბერალური თავისუფალი ბაზრის შედეგია. 1990-იან წლებში აშშ-ს ფინანსური ბაზრების დერეგულაცის ტალღის წყალობით, რომელმაც პიკს გლას-სტიგალის აქტის გაუქმებით მიაღწია (1999), მკვეთრად გაიზარდა რისკიანი ოპერაციები, რისი პირდაპირი შედეგიც იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მარტო აშშ-ს აკუმულირებული მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 10,2 ტრილიონით შემცირდა.

შერეული ეკონომიკები, სადაც მარეგულირეგებული ჩარჩო ძლიერია, ყოველთვის ბევრად უფრო დაცულია ასეთი შოკებისგან. 1945-73 წლებში, დასავლეთის ქვეყნებმა სტაბილურად საერთო წლიური მშპ-ს 4,8%-იანი ზრდა და სოციალური კეთლდღეობის პერიოდი გაიარეს. ეს კი, კეინზიანური ინტერვენციების, სრული დასაქმების პოლიტიკისა და პროგრესული სოციალური უსაფრთხოების ქოლგებითა და სერვისების მეშვეობით იყო მიღწეული. აღსანიშნავია, რომ იგივე პერიოდში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც ეკონომიკურად და კეთილდღეობის მხრივ, ყველაზე სახარბიელო პერიოდი იყო, რაც კიდევ უფრო მეტაც კონკურენციის რეჟიმში ამყოფებდა თავად დასავლეთის ქვეყნებს შეექმნათ საბაზრო ეკონომიკა, თუმცა, ძლიერი სოციალური ჩარჩოთი.

მითი 2 : საჯარო სიკეთის / სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

საჯარო სერვისების პრივატიზაცია ზრდის მათ ხარჯებს კომპანიების მოგებისა და სხვა ფაქტორების სახით, რაც მომსახურების გაძვირებას ან შეზღუდვას უდრის.მაგალითად, ბოლივიის კოჩაბამბას რეგიონში 1999-2000 წლებში წყლისმომარაგების სისტემის პრივატიზაცია მოხდა, რის შედაგადაც თვიური გადასახადი 20%-ით გაიზარდა. მალევე ფასების ზრდამ მასიური სახალხო პროტესტიც გამოიწვია. აშშ-ში პენიტანციალური სისტემის ნაწილი პრივატიზებულია. კერძო ციხეებში ბევრად უფრო მაღალი ძალადობისა და კრიმინალის სტატისტიკა ფიქსირდება, ვიდრე საჯარო ნაწილში.

საჯარო სერვისების კოლექტიურად, სახელწიფოს დონეზე ორგანიზება აუმჯობესებს მათ ხარისხს და ამცირებს ხარჯებს. ფინეთს, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, უნივერსალური საჯარო ჯანდაცვის სისტემა აქვს, რომელიც სექტორისთვის მშპ-ის 10.2%-ს ხარჯავს. იგივე ხარჯები აშშ-ში მშპ-ს 18,6%-ია, თუმცა კერძო და მოგებაზე ორიენტირებული სისტემის გამო მილიონობით ადამიანი დაზღვევისა და სამედიცინო სერვისების გარეშეა დარჩენილი.

მითი 3: ჩამოდინების ეკონომიკა მუშაობს. “როცა მდიდრები უფრო გამდიდრდებიან, დოვლათი ჩამოდინებას იწყებს”

საგადასახადო ან სხვა ტიპის შეღავათები მდიდრებისთვის არ ქმნის ფართო ეკონომიკურ სარგებელს დანარჩენი საზოგადოებისთვის. მეტი სიმდიდრე უდრის მეტ ინვესტიციას, უკეთეს ხელფასებს და ახალ სამუშაო ადგილებს მითია. მაგ. 2017 წელს აშშ-ში მრავალი საგადასახო შეღავათი დამტკიცდა დიდი კორპორაციებისა და მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სასარგებლოდ. კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-დან 21%-მდე შემცირდა, თუმცა აქედან მიღებული სარგებლის 84% ისევ ზედა 20% -ში კონცენტრირდა (საგადასახადო პოლიტიკის ცენტრი, 2018). ამასთან, სახელფასო ანაზღაურება მშრომელთათვის მხოლოდ წლიური 0,8%-ით გაიზარდა 2017-2021 წლებში.

იგივე აშშ-ში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პროგრესული გადასახადები 91%-მდე ფიქსირდებოდა, რისი წყალობითაც აშშ-ს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დიდ კეთილდღეობაში იცხოვრება და შეიქმნა ძლიერი საშუალო ფენა. პროგრესული გადასახადები მოქმედებს ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში. სკანდინავიური მოდელში კი ისინი ყველაზე მაღალია - შესაბამისად, სახელმწიფო იღებს ფულს მდიდარი კორპორაციებისგან და მოქალაქეებისგა, რათ უზრუნველყოს დოვლათის უფრო სამართლიანი გადანაწილება, სოციალური და ეკონომიკური ბალანსი.

მითი 4: გლობალიზაცია ქმნის საერთო კეთილდღეობას.

გლობალიზაცია პირიქით, უფრო დიდ უთანასწორობას ქმნის და ამას უკვე დასავლური საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც აღიარებენ. მარტო 1980-2020 წლებში, მსოფლიოს უმდიდრესმა 1 %-მა სამყაროს მთლიანი შემოსავლის 27 % მიიღო. მაშინ, როცა მთელი დედამიწის 50%-მა მხოლოდ 12% (გლობალური უთანასწორობის ინდექსი. 2022) ექსპერტზე აგებულმა პოლიტიკებმა ღარიბი ქვეყნები სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო - მაგ. საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (ადიდასი, ნაიკი, პუმა) ფაბრიკებში მშრომელთა თვიური ანაზღაურება საშუალოდ 700 ლარია. ბანგლადეშში ტექსტილის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების თვიური ანაზღაურება ხანდახან 15$-ს არ აღემატება.

ეროვნულ წარმოებაზე და პროტექციონისტულ პოლიტიკაზე აგებული სახელმწიფოები / ეკონომიკები ყველა მიმართლებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ. მაგ. სამხრ. კორეაც გამოდგება, რომელმაც უზარმაზარი ცენტრალიზებისა და ეროვნული წარმოების პოლიტიკის მაგალითიც შექმნა. 1961-1990 წლებში განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, სამხ. კორეას წლიურად საშუალოდ 7,6% მშპ-ს ზრდა ჰქონდა. ასევე 1965 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 41% იყო, რომელიც 1990 წლისთვის 8%-მდე შემცირდა.

მითი 5 : ბიუჯეტის შემცირება ეკონომიკას სტაბილურს ხდის.

საბერძნეთის ფინანსური კრიზის დროს, ევროკავშირის განკარგულებით საბიუჯეტო ხარჯვების შემცირება დაიწყო (2010-2018). თუმცა, ამას საბერძნეთის ეკონომიკის სტაბილიზაცია არ გამოუწვევია - 26%-ით შემცირდა მპშ და უმუშევრობამ 27%-ს მიაღწია 2013 წელს.

ამის საპირწონედ, ისტორია მრავალ წარმატებულ მაგალითს გვაჩვენებს. ერთ-ერთია რუზველტის მიერ შემოღებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის წყალობით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა 1933-წლიდან მშპ-ის 10%-იდან 1936 წლისთვის 15%-მდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა საჯარო სისტემებში დახარჯული ფულით, უამრავი ადამიანი დასაქმდა და შეიქმნა ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო გარემო. 1936 წლისთვის კი, უმუშევრობა 24,9%-იდან 16,9%-ზე დაეცა.

მითი 6:
დერეგულირებული შრომის ბაზარი უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის.

2012 წელს, ესპანეთმა მინიმალური ხელფასის ოდენობა 5%-ით შეამცირა. ბიზნესისთვის დაწესებულ ამ შეღავათს თითქოს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა უნდა გამოეწვია, მაგრამ უმუშევრობის დონე კვლავ იგივე 26,1 % დარჩა (OECD).

სავალდებულო კოლექტიური მოლაპარაკება და საცხოვრებელი ხელფასის დაწესება ზრდის კომპანიების ეფექტურობასაც, შედაგად უფრო მეტი სამუშაო ადგილიც ჩნდება. ერთ-ერთი კარგი მაგალითია გერმანია : სადაც მკაცრ სახელფასო რეგულაციებთან ერთად, კომპანიებს სამეთვალყურეო საბჭოში მშრომელთა წარმომადგენლობაც ევალება. შედეგად, უმუშევრობის მაჩვენებელი გერმანიაში 5,4 %-ია (2005-2020) და პროდუქტიულობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

მითი 7: ფინანსიალიზაცია ეკონომიკური სტაბილურობის განატია

ეკონომიკის მკვეთრი ფინანსიალიზაცია, სადაც მოგება / დოვლათი არაპროპორციულად ფინანსური სპეკულაციებით მოიპოვება ეკონომიკური არასტაბილურობის შემოქმედია. 2007 წელს, აშშ-ს ფინანსურმა სექტრომა მთელი ქვეყნის კორპორატიული მოგების 41% მიიღო. საფონდო ბირჟების სპეკულაციებმა, არასამართლიანმა საკრედიტო სისტემამ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

მდგრადი ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა სხვადასხვა სექტორში მრეწველობის შექმნით მიიღწევა. მაგ. იაპონიის ინდუსტრიული პოლიტიკის წყალობით, რომლის პრიორიტეტი ინოვაციები და სხვადასხვა ტექნოლოგია იყო, ქვეყანას სტაბილურად წლიური 10%-იანი მშს-ის ზრდა ჰქონდა 1950-1973 წლებში.

მითი 8
: კორპორატიული ინტერესები ეთიკური ქცევის საწინდარია.

ლიბერალური ეკონომიკური სკოლა გვარწმუნებს, რომ კომპანიებს თავადაც აქვთ ეთიკური ინტერესები და ისინი თავად შეძლებენ თვითრეგულირებას საზოგადოების საკეთილდღეოდ. ეს სიცრუეა და განსაკუთრებით უფრო დიდი მასშტაბის, როცა მოგების მაქსიმიზაციის ფილოსოფიით შთაგონებული კორპორაციები გვიმტკიცებენ. ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება ამერიკული ენერგო გიგანგი ExxonMobil , რომელზეც გაირკვა, რომ მის საკუთარივე კვლევებს უმალავდა საზოგადოებას 40 წლის განმავლობაში. კვლევებს, სადაც ცასახად იყო დადასტურებული ველური ექსტრაქტივიზმის (ბუნერბრივი რესურსების უკონტროლო / სწრაფი მოპოვება) შედეგები გარემოსა და კლიმატის ცვლილებაზე.

ამის საპირისპიროდ, ნორვეგიის მაგალითი გამოგვადგება, სადაც ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი სახელმწიფოა და ეს მონოპოლიცია კონსტიტუციაშიც არის ასახული. თუმცა, ნორვეგიის სახელმწიფო არ იტყუება და არავის არწმუნებს, რომ ნავთობის მოპოვებას ცუდი გავლენა არ აქვს ხალხზე, ქვეყანაზე და ზოგადად დედამიწაზე. მკაცრადრეგულირებული სექტორით, მაქსიმალურად დაცულია გარემოს დაცვითი კომპონენტები და ამასთან, იგივე სახელმწიფოს შექმნილი აქვს სხვადასხვა ფონდები, რომელთა მიზანი ალტერნატიული ეკონომიკების განვითარებაა, რათა ნავთობის მოპოვებაზე, რაც შეიძლება მალე თქვას ქვეყანამ უარი.

მითი 9 : დაბალი მოგების გადასახადი მეტ ინვესტიციებს უზრუნველყოფს

ისტორიამ და გამოცდილებამ მრავალგზის აჩვენა, რომ მდიდარი კომპანიებისთვის მოგების გადასახადის ან სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებით ინვესტიციების მკვეთრი ზრდა არ ხდება. პირიქითაც, ასეთი პოლიტიკა ისევ კორპორაციების ხელში დოვლათის კონცენტრაციას ზრდის. მაგ. 2017 წელს, აშშ-ში დიდმა კორპორაციებმა საგადასახადო შეღავათები მიიღეს. თუმცა, ამ შეღავათებიდან მიღებული სახსრებით კომპანიების უმრავლესებამ საკუთარი აქციების შესყიდვა დაიწყო - ჯამში 1,3 ტრილიონ დოლარამდე დაიხარჯა ამაში 2018 წელს - ხოლო ინვესტიციები მხოლოდ 2,7%-ით გაიაზრდა.

ნაცვლად ასეთი შეღავათებისა და კერძო სექტორის მიერ ინვესტირების იმედად ყოფნისა, სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია პროგრესული გადასახადებიდან მიღებული თანხები ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართოს. მაგ. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა, 2008 - 2020 წლებში 25, 000

მითი 10 : ეკონომიკური ზრდა სოციალურ პროგრესსაც უდრის.

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი სოციალური ბალანსის გარეშე ხშირად ხალხის კეთილდღეობას არ უდრის. აშშ ერთ-ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით (70, 248 $ 2022 წელს) , მაგრამ 38-ე ადგილს იკავებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით მსოფლიოში.

გერმანიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იგივე 2022 წელს 48,717 $ იყო, მაგრამ დოვლათის გადანაწილების პრინციპებისა და სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელის გამო, ცხოვრების ხარისხის 15 ინდიკატორიდან, გერმანია აშშ-ს 10-ში უსწრებს.


Previous
Previous

კოოპერატიული ბანკი

Next
Next

მეტი დემოკრატია ნიშნავს მეტ კოოპერატივს.