მეტი დემოკრატია ნიშნავს მეტ კოოპერატივს.


კოოპერატიული მფლობელობის არქიტექტურა თავისთავად ქმნის დოვლათის გადანაწილების ისეთ დემოკრატიულ კალაპოტს, რომელიც და სტაბილურობის შემადგენელ განუყოფელ ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ. მოგების მაქსიმიზაციის პრინციპზე აგებული კორპორაციებისგან განსხვავებით, კოოპერატივების პრიორიტეტი თანამფლობელთა კეთილდღეობაა. პროგრესული ეკონომიკური იდეის წიაღში კოოპერატივები წარმოადგენენ ეკონომიკურ კონტრნარატივის ერთ-ერთ მყარ ელემენტს, რომელიც უპირისპირდება უკანასკნელ ათწლეულებში დამკვიდრებულ დოვლათის ტოტალურად უსამართლო კონცენტრაციასა და სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ნეოლიბერალურ პოლიტიკებს.

ეკონომისტი ელინორ ოსტორმი 2009 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ეკონომიკაში. მისი ნაშრომისთვის “ეკონომიკური მმართველობის, უმთავრესად კი საზოგადოებრივი საქონელის გაანალიზებისათვის”, სადაც უზარმაზარ მასალაზე დაყრდნობით ნათლად არის გამოკვეთილი საზოგადოების უნარი ეფექტურად მართოს კოლექტიური სერვისები ან / და აწარმოოს საერთო რესურსები.

ოსტრომის მსგავსად, ეკონომისტი რიჩარდ ვულფიც მუდმივად აკრიტიკებს მკვეთრად იერარქიულ კაპიტალიზმს და მხარს უჭერს მშრომელთა მფლობელობაში არსებულ კოოპერატივებს, როგორც ინსტრუმენტს დოვლათის მშრომელთა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართლებით უფრო სამართლიანი დისტრიბუციისთვის.

კერძო კორპორაციებისგან განსხვავებით, კოოპერატივები შემოსავლებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ, რაც სიმდიდრის კონცენტრაციას ამცირებს და ფასების სტაბილიზაციაზეც პოზიტიურად აისახება. კოოპერატივებს შეუძლიათ დიდი მოგების შექმნაც, რომელსაც სტატისტიკურად მუდმივად საჯარო / საზოგადოაებრივ ინფრასტრუქტურაზე, სხვადასხვა ტიპის კეთილდღეობის სერვისების დაფინანსებასა და თავად კოოპერატივის განვითარებაში ხარჯავენ. მაგალითად, ესპანეთის მონდრაგონის კოოპერატივმა, რომელიც სრულად მშრომელთა კოოპერატივების ფედერაციაა, რომელმაც 2013 წელს, 12 მილიარდი ევროს მოგება აჩვენა.

თანამედროვე კოოპერატივებემა აუცილებლად უნდა მიიღონ შესაბამისი ეკონომიკური ცოდნა და ამასთან, ისწავლონ არსებული კერძო კორპირაციების ადმინისტრაციული თუ ტექნიკური გამოცდილებითა და წარმატებული პრაქტიკებით. თუ ინფრასტრუქტურას ან სისტემას შინაარს შევუცვლით ის ხალხისთვის სასარგებლო ხდება.

”პრესტონის მოდელი” ეწოდა უკვე დიდ ბრიტანეთში იგივე დასახელების ქალაქის მიერ გატარებულ პოლიტიკას, როცა მათ სახელმწიფო დაფინანსების დიდ ნაწილი კოოპერატივებისკენ მიმართეს, რითაც მკვეთად გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა და სამართლიანი გადანაწილების პრინციპით ქალაქის ცხოვრების ხარისხის დონეც გაუმჯობესდა.






Previous
Previous

ბაზრის მითი: ნეოლიბერალური ეკონომიკის 10 ჩავარდნა და პროგრესული ალტერნატივა

Next
Next

საჯარო ბანკი