ტექნოფეოდალიზმი: კაპიტალიზმის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მოკვდა.

ცნობილი ეკონომისტი, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პოლიტიკოსი იანის ვარუფაკისი საკუთარ წიგნში "ტექნოფეოდალიზმი - რამ მოკლა კაპიტალიზმი?" აყენებს საკმაროდ პროვოკაციულ და მნიშვნელოვან თეზას: კაპიტალიზმის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მკვდარია და მას ახალი, უფრო საშიში სისტემა ანაცვლებს, რომელსაც ის "ტექნოფეოდალიზმს" უწოდებს.

ავტორის ცენტრალური არგუმენტი გახლავთ, რომ ძალაუფლებისა და სიმდიდრის არნახულმა კონცენტრაციამ რამდენიმე ტექნოლოგიური გიგანტის ხელში შეცვალა დოვლათის გადანაწილების დინამიკა ისეთი ფორმით, რომ ის უკვე ფეოდალიზმის ახალი ფორმაა. ახალი, რადგან ის ამჯერად მიწის მაგივრად ტექნოლოგიას იყენებს და ფლობს. "ტექნოფეოდალიზმი - რამ მოკლა კაპიტალიზმი" ვარუფასის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო აკადემიური ნაშრომია თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე და ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ მის მთავარ შინაარსებს.

იანის ვარუფაკისი ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმი, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის კონკურენციასა და წარმოების საშუალებათა ფლობაზე, გადალახულია ეკონომიკით, სადაც ციფრული მონოპოლიები დონიმინირებენ. ახალ ეპოქაში, ისეთი დიდი კორპორაციები, როგირცაა Amazon, Google, Facebook და სხვები, არამხოლოდ აკონტროლებენ ინტერნეტის ინფრასტრუქტურას, არამედ მოქმედებენ, როგორც კვაზისუვერენული სუბიექტები, რომლებიც ადგენენ პირობებს, როგორც მომხმარებლებისთვის ისე მწარმოებლებისთვის. თუ ტრადიციულ კაპიტალიზმში მაინც რჩებოდა ცოტაოდენი სივრე კონკურენციისა და მობილობისთვის, ტექნოფეოდალიზმის ცენტრალიზებული კონტროლის მექანიზმი ბაზრის პრინციპებს ჩანასახშივე გამორიცხავს.

ამ საშიშ წერტიალმდე კაცობრიობა შემთხვევით არ მისულა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედიდან დომინანტურმა იდეოლოგიამ, ნეოლიებერალიზმა, საკუთარი ბაზრის ფუნდამენტალიზმით და დერეგულაციით, ტექნოლოგიურ კომპანიებს ძალაუფლებისა და სიმდიდრის შეუზღუდავი ზრდის საშუალება მისცა. ესაა კაპიტალის აკუმულაციის აქამდე არნახული მასშტაბი და განზომილება, სადაც მოგებას არა შრომიდან, არამედ მონაცემებიდან და ინტერნეტში მომხმარებელთა აქტივობიდან წარმოიშობა. ეს კი, თავისთავად კაპიტალის აკუმულაციის შესახებ ახალ თანამედროვე განსაზღვრებას მოითხოვს.

ციფრული პლატფორმები, როგორც ნეობატონები: ბატონყმობის დაბრუნება ვარუფაკისი თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიების საქმიანობას ფეოდალური ეპოქის ბატონებისას ადარებს, რომლებიც ფლობდნენ მიწას და აგროვებდნენ გადასახადებს გლეხებისგან საარსებო საშუალებებზე წვდომის (მიწა) სანაცვლოდ. დღეს კი, ტექნოგიგანტები აკონტროლებენ ციფრულ პლატფორმებს - ვირტუალურ მამულებს - რომლებშიც ფიზიკური პირები და მეწარმეები იძულებულნი არიან ჩაერთონ, რათა მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკაში - შესაბამისად, ფეოდალური ეპოქის მსგავსად, ისინი ვალდებული არიან გადაიხადონ გადასახადო საარსებო საშუალებებზე წვდომისთვის.

ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანი ციფრული "ქირის მაძიებელთა" კონცეფციაა, სადაც ისეთი კომპანიები როგორიცაა Uber ან Airbnb, იღებენ მომხმარებლისგან მოგებას პროდუქციის შექმნის გარეშე. ფეოდალიზმთან პარალალელს, ვარუფაკისი იმით ამყარებს, რომ ადამიანები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული ციფრულ სამყაროზე, სადაც ისინი თანამედროვე გლეხები არიან, რომელთაც შეზღუდული ძალაუფლება აქვთ მოლაპარაკებებში ან ამ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში. რაც თავის მხრივ, ააქტიურებს კლასობრივი ანალიზისა და შესაბამისი პოლიტიკის როლს ციფრულ ეკონომიკაში. ძალაუფლების დინამიკა პლატფორმის მფლობელებსა (ახალი ბატონები) და მომხმარებლებს შორის (თანამედროვე გლეხები) ნათლად ასახავს სისტემაში დამალულ უზარმაზარ ექსპლუატაციას. პლატფორმულ ეკონომიკაში (Gig Economy) დასაქმებული მშრომელები , მომხმარებლები და კონტენტ-კრეატორები ხშირად ექვემდებარებიან ტექნომონოპოლისტების გაუჭვირვალე ალგორითმებსა და ერთპიროვნულად დადგენილ წესებს, რაც მასში მონაწილე ყველა მხარეს ართმევს მოქმედების თავისუფლებას და ციფრული მანქანის უბრალო ნაწილებად აქცევს. ტექნოფეოდალიზმი და დემოკრატიის წინააღმდეგ.

ვარუფაკისის მიხედვით, ტექნოფეოდალიზმის სავალალო პოლიტიკური შედეგები უკვე სახეზეა. კაპიტალისტურ ეპოქაში, თეორიულად მაინც, ბაზრებს დემოკრატიული სახელმწიფოები მართავენ, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება მისი რეგულაციისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის. ტექნოფეოდალიზმში კი, სახელმწიფო დაქვემდებარებულია კორპორაციების ძალაუფლებას. ციფრული პლატფორმები ოპერირებენ საზღვრებს მიღმა, გვერდს უვლიან ქვეყნების კანონებს და მთავრობებს უჭირთ მათი საქმიანობის რეგულირება. ეს პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიაზე, როცა არჩეული თანამდებობის პირები სულ უფრო და უფრო არიან დაქვემდებარებული ამ გიგანტების ინტერესებს და არა მოქალაქეების. სახალხო პერსპექტივიდან, პროცესი, რომელსაც იანის ვარუფაკისი აღწერს, ძალიან შემაშფოთებელია. ნეოლიბერალური ათწლეულების ისედაც დაკნინებულ დემოკრატიას ახალი მტერი ჰყავს - უპასუხისმგებლო ტექნოლოგიური ელიტები. სიმდიდრისა და ძალაუფლების არნახული კონცენტრაცია არამარტო ზრდის ეკონომიკურ უთანასწორობას, რამედ ანადგურებს კოლექტიური პოლიტიკური წინააღმდეგობის შესაძლებლობასაც. ტექნოფეოდალურ სამყაროში ჩვენი ხედვა, კონსუმერული სურვილები, ადამიანური ურთიერთობებიც კი, რამდენიმე აღმასრულებელი დირექტორის მიერ შემუშავებული სტრატეგიაა და არა დემოკრატიული პროცესი.

Previous
Previous

რა განსხვავებაა მინიმალურ და საცხოვრებელ ხელფასს შორის?

Next
Next

"საერთო სიკეთე" გათითოკაცების საპირწონედ