ჩინეთის ახალი მემარცხენე მოძრაობა - ცუი ჟიუანი
ცუი ჟიუან (Cui Zhiyuan) ცნობილი ჩინელი ეკონომისტი და პოლიტიკური თეორეტიკოსია, რომელსაც ჩინური ახალი მემარცხენე მოძრაობის ცენტრალურ ფიგურად განიხილავენ. ჟიუანი 1963 წელს პეკინში დაიბადა. მისი ნაშრომები აგებულია ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ყოვლისმომცველ კრიტიკისა და ალტერნატიული ეკონომიკური და სოციალური პარადიგმების ძიების საფუძველზე. მისი ხედვა ხშირად ემყარება როგორც დასავლურ, ასევე ჩინურ ინტელექტუალურ ტრადიციებს, რომელთა წყალობით ეკონომისტი ახალი მმართველობის, სოციალური სამართლიანობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ჩარჩოებს წარმოადგენს.
ცუი ჟიუანმა აკადემიური კარიერა ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც 1995 წელს მიენიჭა პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორის ხარისხი. პოლიტიკური განათლება მისი ერთ-ერთი მძლიერი მხარეა, რომლის დახმარებითაც ის უფრო ყოვლისმომცველად უპირისპირდება დომინანტურ ნეოლიებრალურ ეკონომიკურ იდეებს. სხვადასხვა დროს ჟიუანი მოღვაწოებდა და ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტში, ჰარვარდის სამართლის სკოლაში და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტში. დღეს იგი ცინხუას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის და მართვის სკოლაში მოღვაწეობს.
როგორც მის ცნობილ ნაშრომებში, ასევე მიმდინარე კვლევებში, ცუი ჟიუანის ინტეელქტუალური შრომის ეპიცენტში ნეოლიებრალური პოლიტიკის შეზღუდულობაზე მსჯელობა დგას - განსაკუთრებით კი, მისი განვითარებად ეკონომიკებში გამოყენება. ბრიტანელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეიმზ მიდი ცუის ერთ-ერთ მთავარ ინსპირაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც კონკურენციასთან ერთად, მრვალშრიანი სოციალური პოლიტიკის მომხრე გახლდათ. ბაზრის ეფექტურობა შერწყმული დოვლათის გადანაწილებისა და კოლექტიური საკუთრების მექანიზმებთან წარმოადგენს ნეოლიბერალიზმის არაორთოდოქსულ მემარცხენე ალტერნატივას.
ჟიუანი აქტიურად უჭერს მხარს სოციალური დივიდენდის იდეას, რომელიც დოვლათის გადანაწილების მექანიზმების სხვადასხვა პროგრამების დანერგვით გამოიხატება. ერთ-ერთი ასეთი ხედვაა “ჩინეთის მოსახლეობის მუდმივი ფონდის” შექმნაა, სადაც სხვადასხვა გადასახადებიდან, სახელმწიფო და კოლექტიური საკუთრების საწარმოებიდან მიღებული შემოსავლები, საზოგადოებირივი კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ეკონომისტის აზრით, ასეთი ინიციატივები ხელს შეუწყობს იმ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის ეფექტურად აღმოფხვრას, რომელიც ჩინეთის სწრაფი განვითარების პროცესს მოჰყვა.
ცუი ჟიუანის ხედვების პრაქტიკაში განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ე.წ. “ჩუნცინის მოდელია”. ეს იყო განვითარების პროგრამა, რომელიც 2000-იან წლებში განხორციელდა. ჩუნცინის მეზობელი რეგიონებისგან განსხვევებით, სადაც ექსპორტსა და პრივატიზაციაზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო დომინანატური, “ჩუნცინის მოდელის” ეპიცენტრში საჯარო საკუთრება, სახელმწიფო დაგეგმარება და სოციალური სამართლიანობა იდგა. ჟიუანს ღრმად სწამს შერეული, ექსპერიმენტული მართველობის ფორმებისა და მიაჩნია, რომ მხოლოდ დასავლური მოდელების მიბაძვა დაუშვებელია.
ჩინელი ეკონომისტის კვლევები ასევე მოიცავს ექპერიმენტული მმართველობის კონცეფციებს. კოლომბიის უნივერისიტეტის პროფესორთან, ჩარლზ საბელთან თანამშრომლობით, ცუი ჟიუანი იკვლევს სხვადასხვა მოქნილ და ადაპტირებულ მმართველობის სტრუქტურათა პოტენციალს. დეცენტრალიზებული მმართველობა, ლოკალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები, ინოვაციების რეგიონალურ კოტექსტზე მორგება, კოოპერატიული ინიციატივები და მრავალი სხვა ცუისა და საბელის კვლევითი კოლაბორაციის შინაარსებია.
გარდა აკადემიური საქმიანობისა, ცუი ჟუიანი გალხავთ არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, რომელთაც მნიშნევლოვანი გავლენა იქონიეს თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკებსა და აზროვნებაზე. მისი წვლილი ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში აღიარებულია არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.