ინოვაციებისა და საზოგადოებრივი მიზნების ეკონომიკური განზომილება - მარიანა მაცუკატო

მარიანა მაზუკატო არის ეკონომისტი, რომელიც ძირითადად ცნობილია საკუთარი ნაშრომებით სახელმწიფო როლის შესახებ ინოვაციასა და ეკონომიკურ ზრდაში. როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი მიზნების ინსტიტუტის დირექტორმა, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე პოლიტიკებსა და დისკურსებზე - ეკონომიკური მმართველობის ახალი ფორმების საჭიროების შესახებ. მაცუკატო ამტკიცებს, რომ მხოლოდ ბაზარი ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრად განვითარებას— სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის მიმართულების მართვისთვის. მისმა ნაშრომებმა გლობალური აღიარება მოიპოვეს და ეტაპობრივად ხორციელდება კიდეც სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში, სადაც ათწლეულებში გაბატონებულმა ნეოლიბერალიზმმა სისტემური პრობლემები შექმნა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია „მეწარმე სახელმწიფო“ (2013), „ყველაფრის ღირებულება“ (2018) და „მიზნებზე დაფუძნებული ეკონომიკა: გზამკვლევი კაპიტალიზმის შეცვლისთვის“ (2021).

მეწარმე სახელმწიფო: სახელმწიფოს როლის ხელახალი გააზრებაა:

მარიანა მაცუკატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკონომიკაში გახლავთ მისი 2013 წლის ნაშრომში „მეწარმე სახელმწიფო“. ამ ნაშრომში ის ავითარებს და ამტკიცებს აზრს, რომ ინოვაცია და ეკონომიკური დინამიკა არა მხოლოდ კერძო სექტორისგან მოდის, არამედ სახელმწიფო ისტორიულად იყო მნიშვნელოვანი რისკების გამწევი და ინოვაციის მამოძრავებელი ძალა.

მაცუკატო ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ხშირად ყველაზე მეტად რისკავს და ინოვაციების დასაწყისში ექპერიმენტებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს, ხოლო კერძო კომპანიები ხშირად მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებული. მაგალითად, ინტერნეტი და სამედიცინო მიღწევები, მრავალი ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკის მამოძრავებელია, თავდაპირველად სახელმწიფო ინვესტიციების შედეგად შეიქმნა და განვითარდა.

„ინოვაცია მართულია საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო ინვესტიციებით, დაწყებული ინტერნეტიდან და ნანოტექნოლოგიებიდან, ფარმაცევტული მიღწევებით დამთავრებული. თუმცა, საჯარო ინტერესითა და ინვესტიციებით მიღწეული ინოვაციებიდან ფინანსურ სარგებელს მხოლოდ კერძო კომპანიები იღებენ,“ - წერს მაცუკატო.

მაზუკატო ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვაციების საწყის ეტაპზე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც კერძო სექტორს არ აქვს საკმარისი ინტერესები ან შესაძლებლობები. ამის მაგალითად მოჰყავს აშშ-ის მთავრობის როლი iPhone-ისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა GPS, სენსორული ეკრანი და ინტერნეტი, აგრეთვე ფარმაცევტულ სექტორში, სადაც სახელმწიფო დაფინანსებამ ხელი შეუწყო ძირითადი სამედიცინო მიღწევების განვითარებას.

მიზნობრივი ეკონომიკა: გლობალური გამოწვევების გადაჭრისთვის

მაზუკატოს 2021 წლის ნაშრომში „მიზნობრივი ეკონომიკა“ ის ამტკიცებს, რომ საჭიროა ახალი მიდგომა საზოგადოებრივი პოლიტიკისთვის, სადაც მთავრობები თავიანთ სტრატეგიებს ააგებენ გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნებზე — როგორიცაა კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და ჯანდაცვის კრიზისები. მისი აზრით, მთავრობები არა მხოლოდ ინოვაციას უნდა უჭერდნენ მხარს, არამედ აქტიურად მართავდნენ მას საზოგადოებრივი ინტერესებისთვის.

ყველაფრის ღირებულება: ეკონომიკის ხელახალი გააზრება

მაცუკატოს ნაშრომში „ყველაფრის ღირებულება“ (2018) იგი აკრიტიკებს თანამედროვე ეკონომიკებში ღირებულების განსაზღვრას. მისი აზრით, ფინანსური სექტორი ხშირად უფრო მეტ ღირებულებას იღებს, ვიდრე ქმნის.

მაზუკატოს იდეებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ პოლიტიკაზე. ის ასევე იყო ევროკომისიის მრჩეველი ინოვაციისა და საზოგადოებრივი ღირებულების საკითხებზე.

Previous
Previous

მხოლოდ შოკი. არანაირი თერაპია

Next
Next

რა არის ნეოლიბერალიზმი და როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი?