სოფლის მეურნეობა და სახელმწიფო

საქართველოში სოფლის მეურნეობა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. 2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობა საქართველოს მშპ-ს დაახლოებით 8% შეადგენს, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია – სოფლად მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ ამ სექტორში მუშაობს. სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ ქვეყნის წინაშე მრავალი გამოწვევაა: ინფრასტრუქტურის სიმწირე, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება საკმარისი არ არის, რაც ზღუდავს წარმოებისა და გადამუშავების პროცესებს; ფინანსური რესურსების სიმცირე –  ინდივიდუალურ ფერმერებს ხშირად არ აქვთ საკმარისი სახსრები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დასანერგად; მცირე მასშტაბიანი წარმოება, ფერმერების უმეტესობა მცირე მასშტაბიანია და მათ უჭირთ ბაზარზე კონკურენცია; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები (მათ შორის თურქეთთან ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან), ეროვნული წარმოების პოლიტიკის გარეშე არ უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განიცდის რიგ პრობლემებს, რომლებიც საჭიროებს სიღრმისეულ და გრძელვადიან რეფორმებს: კონკურენციის არახელსაყრელი პირობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში ართულებს ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენციას, სახელმწიფოს მინიმალური ან ნომინალური ჩართულობა სექტროს სწრაფ განვითარებას უშლის ხელს.

ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობას. ძირითადი პრინციპები მოიცავს: სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა, სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს ინფრასტრუქტურის, საერთო მოხმარების გადამამუშავებელი-შემნახველი და საწარმოო ცენტრების განვითარების მიმართულებით; ინდივიდუალური ფერმერების გაძლიერება, ფერმერების ფინანსური, ტექნიკური და განათლების მხარდაჭერა პრიორიტეტი უნდა გახდეს; ფართომასშტაბიანი საწარმოო პროექტები, სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და თანამფლობელობით უნდა განვითარდეს მსხვილი საწარმოები ქვეყნის ყველა რეგიონში. სოფლად ენერგომომარაგების გაუმჯობესება სხვადასხვა განახლებადი ენერგიების მეშვეობით მუდმივი პრიორიტეტი და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიის ნაწილად უნდა მოვიაზროთ.

საერთო მოხმარების გადამამუშავებელი და საწარმოო ცენტრების შექმნა: სახელმწიფო მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს პროდუქციის გადამუშავებას და დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნას მთლიანად სახელმწიფოსთვის. თანამედროვე სამაცივრე და შემნახველი საჯარო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვივითარება. საჯარო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად, უნდა გადავიაზროთ ტრადიციული დაფინანსების სისტემები და ისინი კიდევ უფრო მრავაოლფერონავანი და მოქალაქეებზე მორგებული გავხადოთ. თანამეროვე სამყაროს კონკურენტულ საბაზრო ეკონომიკაში, ქართულ აგრარულ სექტორს მუდმივი მხარდაჭერა და მრავალწაყნაგოვანი კოლაბორაცია სჭირდება სახელმწიფოსთან. მსგავსი მიდგომა განპირობებული და დამტკიცებულია განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოციდიელებითაც, როცა უდიდესი ეკონომიკური პროგრესი სწორედ პროტექტციონისტული პოლიტიკების, პროგრესული გადასახადებისა და სახელმწიფო მასიური თანამონაწილების პრინციპით შეიქმნა. მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და თანამედროვე ეკონომიკური სკოლებიც სწორედ ამ გზას ტოვებს ერთადერთ გამოსავლად. ეროვნული ინდუსტრიები, საწარმოო კოოპერატივები და სამართლიანი ვაჭრობა და დისტრიბუცია, პროტექციონიზმი საერთო ეროვნული ინტერესებისთვის.

Previous
Previous

თავდაცვა

Next
Next

იდენტობის პოლიტიკა