თავდაცვა

თანამედროვე, ეფექტური და სტრატეგიულად მძლავრი თავდაცვის სისტემის შექმნისთვის, უპირველსად მნიშვნელოვანია, სრულად გადავიდეთ კონტრაქტორულ სამხედრო სერვისზე, რაც არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჩვენი შეიარაღებული ძალების კეთილდღეობას, არამედ მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის ზრდაზე, ამასთან, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზეც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ყველა თაობას ჰყავს საკმარისზე ბევრად მეტი რაოდენობა მოქალაქეებისა, რომელიც დაინტერესებულია სამხედრო კარიერით – ამ სურვილების ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური გამართვა კი, საქართველოს სახელმწიფოს ვალია. შედეგად კი, ვიღებთ ძლიერ თავდაცვის სისტემას, რომელსაც ზურგს უმაგრებს შესაბამისი დამსახურების სოციალური უზრუნველყოფის ჩარჩო.

კონტრაქტორული მოდელის სრული დანერგვა: ანაზღაურების მკვეთრი ზრდა: კონტრაქტორული მოდელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სამხედრო პერსონალის ანაზღაურების მნიშვნელოვან ზრდას. ეკონომიკურ პოლიტიკებში განცოხრციელებული სხვადასხვა რეფორმების წყალობით (რესურსების ნაციონალიზაცია, სახელმწიფო და შერეული კომპანიების აქტივობები, პროგრესული გადასახადები და სხვა), საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის საქმეში ჩართული ყველა რგოლის ანაზღაურებამ მკვეთრი ზრდა უნდა განიცადოს. ეს არამხოლოდ მათი გმირული სამსახურის ღირსეული დაფასება იქნება, არამედ სოციალური თანასწორობის კუთხით კიდევ ერთი რგოლი ჩვენს საზოგადოებაში. სოციალური უსაფრთხოება: კონტრაქტორული მოდელი უზრუნველყოფს სამხედროების ჯანმრთელობის დაზღვევას, პენსიების სისტემას და სხვა სოციალური სერვისების მუდმივ და უწყვეტ გაუმჯობესებას. სოციალური ჩარჩო ფართო გაგებით: ჯარის სოციალური როლის გაძლიერება, სამხედროებსა და მათ ოჯახებს დამატებითი საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების პროგრამებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო სექტორში დასაქმებასაც.

სტრატეგიული პარტნიორობები:

  • ნატოსთან და სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობა: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორობები ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. მოკავშირეებთან საქართველოს სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქდტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ისინი მორგებული უნდა იყოს სამართლიანად საქართველოს ეროვნულ ინტერესებზეც და სრული ძალით ემსახურებოდეს მის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

სოციალური ფუნქციების გაფართოება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც უდრის:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა და პენსიები: კონტრაქტორული მოდელი უზრუნველყოფს სამხედროების და მათი ოჯახების ჯანმრთელობის დაზღვევასა და პენსიების სისტემას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს.

  • სოციალური სერვისების გაფართოება: ახალი მოდელი ასევე მოიცავს განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს სამხედროების კარიერის გაგრძელებას სამოქალაქო სექტორშიც.

  • საზოგადოებრივი პროექტების მხარდაჭერა: ჯარის სოციალური ფუნქციების გაფართოება მოიცავს საზოგადოებრივი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან, საგანმანათლებლო ინიციატივებთან და ადგილობრივი საზოგადოებების დახმარებასთან.

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია”  ხედავს სტრატეგიულ თავდაცვას, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას. კონტრაქტორულ მოდელზე სრული გადასვლით, ანაზღაურების მკვეთრი ზრდითა და სოციალური სერვისების გაუმჯობესებით, ვქმნით უფრო ძლიერ, უსაფრთხო, მდგრად და ეკონომიკურად სტაბილურ საქართველოს.

უსაფრთხოების რეგიონალური და გლობალური არქიტექტურა, სამხედრო გამოწვევი და რისკები საკუთარ თავში უამრავ შრეს მოიცავს. ამიტომ ამ მიმართულებით, უკეთესი საქართველო შესაძლებელია მხოლოდ მეტი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის შემდეგ წარადგენს ვრცელ დოკუმე

Previous
Previous

რელიგია

Next
Next

სოფლის მეურნეობა