რელიგია

სამოქალაქო და რელიგიური ინსტიტუციების არსებულ დინამიკაში, “უკეთესი საქართველო შესაძლებელია” ხედავს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სტრატეგიას, სადაც სეკულარულ პრინციპებზე აგებული სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ერის იდენტობის, კულტურისა და საზოგადოების ფორმირებაში. ჩვენი ხედვა ცდილობს გასცდეს უბრალო გამიჯვნას და შექმნას ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ნიუნსირებული გაგება.

სეკულარიზმი არ ნიშნავს ლიბერალურ განხეთქილებას, არამედ ჩვენი მოქალაქეების საერთო ინტერესებიდან, გამომდინარე ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა ნებაყოფლობითი სინქრონიზაციაა მთელი რიგი მიმართულებებით,რაშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადამწყვეტი და პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს. საქართველოს სახელმწიფო კი, გახლავთ ის ფუნდამენტური გამაერთიანებელი ძალა, რომელის წიაღში არსებული ყველა რელიგიური თ სამოქალაქო ინსტიტუტი ურთერთითანამშრომლობაშია ჩვენი ასზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. საქართველოა ადგილია, სადაც ყოველთვის დაცული უნდა იყოს მისი ხალხის მრავალფეროვანი რელიგიური აღმსარებლობაც. ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია ჩვენი თანამოქალაქეების აღმსარებლობა, მათი ისტორიული თუ კულტურული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” სრულად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქართული სახელმწიფოს წიაღში. მიუხედავად ჩვენი სეკულარული პოლიტიკური ხედვებისა,  ეჭვგარეშეა ეკლესიის უდიდესი გავლენა საქართველოს სახელმწიფოზე, მის კულტურასა და საზოგადოებაზე. სწორედ ეს ხედვა ხდება ხიდი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთთანამშრომლობას საქართველოს იდენტობის ორ დიდ საყრდენს შორის, რომლის წიაღში დაცული და ინტეგრირებულია სრულიად საქართველოს ხალხთა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებიც.დ

სეკულარიზმი არ ნიშნავს გულგრილობას. ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პოლიტიკური ძალებისგან. ეს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს, რომ ეკლესია დარჩეს თავისი წევრების შეხედულებებისა და ინტერესების ჭეშმარიტ წარმომადგენელად. სახელმწიფომ და მისმა სპეციალურმა უწყებებმა მუდმივად უნდა უზრუნველყონ ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დაცვა.

ჩვენ ვემხრობით, რელიგიური ინსტუტიციების ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, თუ მათ მკაცრად განსაზღვრული სოციალური ან / და კულტურული მიზნები ამოძრავებთ. თუმცა, კრიტიკულად განვიხილავთ ნებისმიერ პრივილეგიას ამ მიმართულებით, თუ მას მსგავსი დასაბუთებული მიზნების არ ახლავს თან.

ჩვენ არამხოლოდ ვემხრობით ასეთ აქტივობებს, არამედ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა რელიგიურ ინსტიტუციებს პარტნიორებადაც განვიხილავთ სხვადასხვა სფეროში არაკომერციული ინიციატივების განვითარებისთვის – ისეთი როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა.

“უკეთესი საქართველო შესაძლებელია” ნათლად ხედავს ქართული სახელმწიფოს ყველა რელიგიურ ჯგუფსაც, მათ განუყოფელ როლსა და ადგილს საქართველოს წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიული წარმომადგენლობის პრინციპებს და გვსურს ყველა ჯგუფის რელიგიური უფლებები მუდმივად იყოს დაცული. როცა ვამბობთ “უფლებები იყოს დაცული” ამით უბრალოდ შესაძლებლობას არ ვგულისხმობთ, არამედ, ნებაყოფლობით პასუხისმგებლიბას საერთო ეროვნული ინტერესებისთვის ურთიერთთანამშრომლობას.

Previous
Previous

გადასახადები

Next
Next

თავდაცვა