ჯანდაცვა, როგორც საჯარო სიკეთე
ჯანდაცვის საზოგადოებრივ სიკეთედ გარდაქმნა, საჯარო და არაკომერციული კლინიკების განვითარება, რომელთა უმთავრესი მიზანი საქართველოს მოქალაქეების ჯანრთელობა იქნება და არა ფინანსური მოგება –პროგრესული ჯანდაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის კითხვის ნიშანი არ დაესმის და საბაზრო ლოგიკას არ ექვემდებარება. ისევე, როგორც თავდაცვასა და სახმედრო ხარჯებს სახელმწოფოებრივი უსაფრთხოებისა და სამწუხაროდ, გლობალური გამოწვევებისთვისაც.
სახელმწიფო კლინიკების განვითარება ნებისმიერი მთავრობისა და მართველი პარტიისთვის მუდმივ პასუხისმგებლობად და გამოწვევად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ასეთ კლინიკებში სახელმწიფოს ექნება ბევრად მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მის ეფექტურად მუშაობასა და დასაქმებულთა ღირსეულ პირობებზე. ნეოლიბერალური პარადიგმა სახელმწიფოს მმართველებს ასეთი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და ნებისმიერ მომენტში მთავრობას ხელი კერძო ჯანდაცვის სისტემისკენ შეუძლია გაიშვიროს. ლიბერალური ეკონომიკის მიზანმიმართლი პროპაგანდით კი, ხალხის დაბნევას და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ პრივიტიზაციისა და ადამიანის სიცოცხლის კომერციალიზაციისთვის.
საჯარო და არაკომერციული ჯანდაცის გამრთვა არ ნიშნავს კერძო სექტორის გაქრობას, მეტიც, ჯანდაცვის სფეროში ყოველთვის უნდა იყოს ადგილი კერძო კლინიკებისთვის, რომელიც მთლიანი სისტემის მდგრადობისა და განვითარებისთვის გადაუდებლად საჭირო რგოლიცაა. თუმცა, მას შემდეგ რაც საჯარო ჯანდაცვის სისტემა ჩვენი ხედვის მიხედვით გაიმართება, ასეთი კლინიკების რაოდენობა ბუნებრივად შემცირდება და გადაკვალიფიცირდებიან ძვირადღირებულ სერვისებზე თუ საკუთარ ექსკლუზიურ მიდგომებზე.
რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროს განვითარება და მდგრადობა წარმოუდგენელია შესაბამისი საგანმანათლებლო რეფორმის გარეშე, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საჯარო სამედიცინო განათლებას, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს.
ღირსეული და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება მედმუშაკებისთვის.
საჯარო / არამომგებიანი კლინიკების ერთ–ერთი უპირატესობა ფინანსური მდგრადობა და მისი სოციალურ შედეგებზე ორიენტაციაა. ნაცვლად იმისა, რომ კლინიკის შემოსავლები მფლობელთა ფინანსურ მოგებას ითვალისწინებდეს, საჯარო / არაკომერციულ კლინიკებს შეუძლიათ ფინანსურსი სახსრების დასაქმებული მშრომელების ანაზღაურების გაუმჯობესებისკენ მიმართონ.
ასეთი დასაქმების სისტემა სამედიცინო სფეროში შეაჩერებს ქვეყნიდან პროფესიონალთა გადინებას და ხელს შეუწყობს უკვე ემიგრაციაში წასული მედმუშაკების სამშობლოში დაბრუნებას.
ეს არამარტო რადიკალურად გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არამედ, შექმნის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას / მორალს, რომელშიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი პროფესიები გამორჩეულად არის დაფასებული.
განათლების რეფორმა:
საქართველოს სახელმწიფომ უნდა დაიწყოს გადაუდებელი განათელების რეფორმა. ეს პირველ რიგში, ეხება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების მოდერნიზაციას და განვითარებას.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანას სრული ძალით შეუძლია განავითაროს ინტერნაციონალური თანამშრომლობა საქართველოს სამედიცინო აკადემიის სწრაფი რეფორმისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო ისტორიისა და პოტენციალის სრულად გამოყენება – არსებობს მიმართულებები, მაგ. მიკრობიოლოგიაში, სადაც ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებს ისტორიული მიზეზების გამო უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ.
საქართველო და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების რეფორმის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს. ამ რეფორმის მიზანი საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა, მაღალი ხარისხის განათლების, საერთაშორისო კვალიფიკაციების აღიარების და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ჩვენი დეკოლონიალური ხედვაც სწორედ ამ ურთიერთობებში სოციალური, ეკონომიკური თანასწორობისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სექტორებში მრავალშრიან პარტნიორობაზე გადასვლას ხედავს.