კეთილდღეობის სახელმწიფო და მუდმივი პროგრესი
კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს: სოციალური დაცვა: მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სოციალური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, პენსიებს, უმუშევრობის დახმარებას და სოციალური დახმარებას. თანასწორობა: კეთილდღეობის სახელმწიფოს მიზანია სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობების შემცირება. ეს კი, პროგრესული საგადასახადო სისტემების, სოციალური ტრანსფერებისა და საზოგადოებრივი სერვისების მეშვეობით მიიღწევა.
სოციალური სამართლიანობა: კეთილდღეობის სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან სოციალურ პირობებს, რაც გულისხმობს მშრომელთა უფლებების დაცვას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს, დოვლათის გადანაწილების დემოკრატიული / საჯარო გადანაწილების უზრუნველყოფას სხვადასხვა საჯარო სერვისებით, ინსტიტუციებითა და ინფრასტრუქტურით.
საზოგადოებრივი სერვისები: სახელმწიფო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს ისეთი სერვისების მიწოდებაში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საცხოვრებელი, განათლება, კულტურა, მეცნიერება, ტექნილოგიები და საზოგადოებრივი ინტერესები თუ ინფრასტრუქტურა.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშრიში გაწევრიანების მომხრეა. “უკეთესი საქართველო შესაძლებელია” საზოგადოების ამ უმრავლესობაშიც მოიაზრებს თავს და მეტიც, არის ერთადერთი, რომელიც არტიკულირებს ამ სურვილის რეალურ საფუძვლებს. ნეოფეოდალური კოლონიური რეჟიმი 30 წელზე მეტია ქართველ ხალხს ილუზორული კულტურული თუ გეოპოლიტიკური პროპაგანდისტული იდეებით წამლავს, რომელიც ხელს უშლის აქ და ახლა ევროპული ტიპის კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. კეთილდღეობის სოციალური სახელმწიფო გახლავთ მოდელი, რომელიც მრავალ ათწლეულში გამოცდილი და დანერგილია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში –ასევე ნორვეგიაში (რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი) გვხვდება მისი ყველაზე სოციალური და ეფექტური ფორმაც.
ერთგვარი ტრაგედიაც კი არის, რომ ქართველ ხალხს ასეთი ელემენტარული სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის ბრძოლა უწევს და არა პირიქით, ასეთი სისტემის კიდევ უფრო პროგრესულად გარდაქმნისთვის. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით სამყაროში, რომელმაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, სრული სახალხო მხარდაჭერით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოციალ-დემოკრატია ავირჩიეთ. ქართველი ხალხის კოლექტიური მხარდაჭერა არასდროს აკლდა ქართულ სოციალ-დემოკრატიას, რომელიც შესაბამისად აისახა რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მისი ორგანოების მოღვაწეობაში, მაშასადამე საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიაში.
კეთილდღეობის სახელმწიფო არ არის სადავო ან სადებატო პრინციპიცი - ეს ელემენტარულია, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის გაერთიანება სახალხო დაკვეთისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების ნების არსებობის შემთხვევაში. ასე რომ, თუ კი რომელიმე სერვისი ან საჯარო ინფრასტრუქტურა არ მუშაობს, ეს ელემენტარულად გაუმართავი პოლიტეკონომიის ბრალია, რომელსაც პოლიტიკური კლასი და კერძ სექტორი ერთად ქმნის.
სწორედ აქედან გამომდინარე, უკეთესი საქართველო შესაძლებელია მუდმივად იმუშავებს საკანონმდებლო ინციატივებზე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ პროტესტს სერვისებისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მოთხოვნისთვის, ჯანდაცვისა და სხვადასხვა სფეროს ეფექტური, დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისთვის, მშრომელთა გაფიცბესა და პროფკავშირულ ბრძოლებს.
სოციალ-დემოკრტიული, შერეული ტიპის სახელმწიფო მოწყობა და პოლიტიკა, მისი მაქსიმალურად საკონსტიტუციო დონეზე ასახვა, საკუთარ თავში მუდმივად გულისხმობს მრავალშრიან კეთილდღეობის სახელმწიფოს ტრადიციულ და დეცენტრაციზებული და პროგრესული ალტერნატივების მხარდაჭერას.