ინდუსტრიული პოლიტიკა
საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა მისი წარსულის გააზრებით იწყება. საბჭოთა პერიოდის უდიდესი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა თანდადან გაფერმკრთალდა და შეიქმნა დაქუცმაცებული ქსელი, მრავალი ტიპისა და წარმომავლობის კოლონიური უღელით, რომელიც ბოლო 30წლიანი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების შედეგია.

თუმცა, ეს დინამიკა, რომელიც შიდა ძალების მიერ იყო აღსრულებული, რეალურად გარედან ნაკარნახევი პოლიტიკა იყო – რუსული, ამერიკული და გლობალური ნეოლიბერალური ძალებისა და გავლენების რთული შეწყმით, ჩვენ უნდა გავმხდარიყავით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა – განვითარებადი ქვეყნის სტატუსით. უკანასკნელი ათწლეულები არ ყოფილა ბუნებრივი პროცესი, ამიტომ მომავლის მდგრადი განვითარების ხედვაში წარსულის შეცდომების გააზრება უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, წარსულის ინდუსტრიული მემკვიდრეობის დეტალური ანალიზით, დაჟანგული სტრუქტურებისა, უძრავი ტექსნიკისა და ულამაზესი ინდუსქტრიული არქიტექტურის მიღმა – მომავლის პოტენციალი,აკადემიური და საინჟინრო გამოცდილება / ისტორია იმალება.

“უკეთესის საქართველო შესაძლებელია”  ხედავს ახალ ეტაპს საქართველოს ინდუსტრიალიზაციისა ყველა მიმართულებით, სადაც განსაკუთრებული როლი ტექნოლოგიურმა და მწვანე ინდუსტრიებმა უნდა ითამაშონ. საქართველოს, როგორც კავკასიისა და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გეოლოგიური და კლიმატური სიჭრელე ჩვენი წარმატებული მწვანე ეკონომიკის შინაარსიცა და ფორმულაც უნდა გახდეს.

მომავალი არაა უბრალოდ ძველი ათწლეულების მძიმე მრეწველობის გამეორებაში, არამედ აღდგენაშიც და სრულიად ახლის შექნაშიც, სადაც სახელმწიფოს გააჩნია ეკოლოგიური მდგრადობის პოლიტიკაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მასშტაბის სახელმწიფოსთვის – ასეთი სამრეწველო პოლიტიკა ეკონომიკური-ბიზნესს სტრატეგიაც გახლავთ თანამედროვე ბაზრებისთვის, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნაა.

მიუხედავად ჩვენი ერთგულებისა მწვანე პოლიტიკისადმი, ვაცნობიერებთ გადასვლის პერიოდის ნიუანსირებულ ბუნებას. მწვანე ინდუსტრიებისკენ და ინოვაციური წარმოებისკენ სწრაფვა მოითხოვს ფრთხილ და გამიზნულ მიდგომას. სწრაფი აჩქარება, მიუხედავად მისი გარემოსდაცვითი ღირებულებათა ცდუნებისა, შეიძლება გახდეს ეკონომიკური სტაგნაციის მიზეზი. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ზომიერი და მიზანმიმართლი ტრანსფორმაცია, რომელიც მუდმივად დაბალანსებული იქნება გლობალურად მიღწეული შეთანხმებებისა და საერთო საკაცობრიო გადაწყვეტილებებით უკეთესი დედამიწის მისაღწევად. სტრატეგიული ევოლიცია, რომელიც აღიარებს ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ინტეგრირებულ ურთიერთობას – მწვანე ინდუსტრიების შემთხვევაში კი, მისი გლობალურობის ცენტრალურობას.

Previous
Previous

ბიზნესი

Next
Next

გადასახადები