საქართველოს საგადასახადო პროგრესული რეფორმა
საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება და სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ ხედვის განხორციელება მოითხოვს ქვეყნის საგადასახადო კოდექსის გადახედვას,„ლიბერთი აქტის“ გაუქმებას, ეკონომიკის სიღრმისეულ ანალიზს და რეფორმის გეგმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა, სოციალურ სამართლიანობას და გონივრულ ეკონომიკურ ზრდას.
არსებული სისტემა და მისი გამოწვევები
საქართველოს საგადასახადო კოდექსი მოიცავს რამდენიმე ძირითადი გადასახადს, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დ.ღ.გ.), და სხვა. ამასთან, 94-ე შესწორება კონსტიტუციაში, რომელიც „ლიბერთი აქტით“ სახელით არის ცნობილი, ზღუდავს ახალი გადასახადების შემოღებას ან არსებული გადასახადების გაზრდას, რაც ხელს უშლის პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვას. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიული პოლიტიკური კლასისგან კონსიტუტციის ეს ჩანაწერი სრულად არის მხარდაჭერილი. შეზღუდვა არ ეხება აქციზს, რომელიც პირდაპირ მოქალაქეების ჯიბიდან აკუმულირდება. ეს უსამართლო სისტემა სამართლიანი კანონმდებლობითა და პროგრესული გადასახადებით უნდა მოვაწესრიგოთ.
საგადასახადო რეფორმის სტრატეგია
1. მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა
გადასახადების შემცირება და გამარტივება:
გადასახადების შემცირება: საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირება, რაც ხელს შეუწყობს მათ ზრდასა და განვითარებას.
ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება: საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა ფორმალობების გამარტივება, რათა მათ ნაკლები დრო და რესურსი სჭირდებოდეთ ადმინისტრაციულ საკითხებზე.
2. პროგრესული საგადასახადო სტრუქტურის დანერგვა
დიდი კორპორაციების გადასახადების პროგრესული სტრუქტურა:
პროგრესული მოგების გადასახადი: დიდი კორპორაციებისთვის მოგების გადასახადის პროგრესული განაკვეთების შემოღება.
საშემოსავლო გადასახადის პროგრესი: მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის პროგრესული განაკვეთების დაწესება.
3. სოციალური და საზოგადოებრივი სერვისების დაფინანსება
სოციალური პროგრამების დაფინანსება:
ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესება: პროგრესული გადასახადების მეშვეობით მიღებული შემოსავლების გამოყენება საზოგადოებრივი სერვისების გასაუმჯობესებლად.
ინფრასტრუქტურის განახლება: სახელმწიფო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ზოგადად ეკონომიკურ ზრდას და აქტივობებს შეუწყობს ხელს, ასევე გახლვათ დასაქმების შესაძლებლობა უამრავი ადამიანისთვის.
4. საგადასახადო პოლიტიკის პრაგმატიზმი
ლიბერთი აქტის მორგება პროგრესულ საჭიროებებზე:
94-ე შესწორების გადახედვა: კონსტიტუციაში არსებული შეზღუდვების შესწავლა და მათი გადახედვა, რათა შესაძლებელი გახდეს პროგრესული საგადასახადო პოლიტიკის განხორციელება.
საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი: საზოგადოების და პოლიტიკური ძალების მობილიზაცია პროგრესული რეფორმების მხარდასაჭერად.
უკეთესი საქართველო შესაძლებელიას მიერ ინიცირებული პროგრესული ეკონომიკის სკოლა წარადგენს ახალ საგადასახადო რეფორმის კანონპროექტსა და ხედვებს.