მოცვის წარმოება
ბოლო წლებში საქართველოში მომრავლდა მოცვის პლანტაციები. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში ინდივიდუალური ფერმერები უკვე წლებია მოცვის მოსავალს იღებენ, ბევრიც ახლა იწყებს. სანამ თავად წარმოების პროექტზე გადავალთ მოკლედ გავიხსენოთ რა განსხვავებაა ნედლეულის ჩაბარებასა და წარმოებას შორის. ნედლეულის ექპორტით დაკავებული ქვეყნები, როგორც წესი, არასდროს არიან მდიდრები - რეალური დოვლათის შექმნა სახელმწიფო და ინდივიდუალურ დონეზეც პროდუქტის წარმოებით ხდება. მაგ. კაკაოს ნედლეულად აფრიკული ქვეყნები ყიდიან, მაგრამ რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ბელგია ან სხვა ქვეყნები იღებენ მისგან, რომლებიც მას შოკოლადად აწარმოებენ.
საქართველოში ამ მიმართლებით ორგამი პრობლემის წინაშეა ფერმერი - ერთი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც აღარც ყიდულობენ და თავად დაიწყეს ჩვენს მიწაზე სხვადასხვა კულტურის მოყვანა შემდგომში საკუთარივე ქვეყნებში საექსპორტოდ - თხილის ბიზნესი კარგი ილუსტრაციაა: რამდენიმე იტალურმა კომპანიამ უკვე დაიწყო სამეგრელოში თხილის პლანტაციების გაშენება. ამას ემატება ადგილობრივი, ქართული ბიზნესოლიგარქია, რომელიც ფლობს ყველა ტიპის პრივილეგიას წარმოების ასაწყობად - ფერმერი კი განწირულია მხოლოდ ნედლეულის ჩაბარებისთვის.
ეს პროექტი კონკრეტულად მოცვის კულტურაზეა მისი დღევანდელი პოპულარობიდან გამომდინარე, მაგრამ იგივე პრინციპითა და სქემით სოფლის მეურნების თითქმის ყველა მიმართლებით შემოგთავაზებთ პროგრესულ, სახალხო ბიზნეს იდეებს.
უკეთესი საქართელო შესაძლებელია, საერთო სახალხო ძალისხმევით შექმნის მოცვის წარმოების საერთო საწარმოს, რომელიც ყველა დაინტერესებული ფერმერისთვის იქნება.
მოცვისგან მრავალი პროდუქტის წარმოება შეიძლება, თუმცა პროექტის საბოლოო ვერსიამდე, მოდით რამდენიმე მიმართულება გავწეროთ. ესენია: ჯემები და კონსერვანტები, მოცვის სოუსი (“ტყემალი”) და მოცვის ფხვნილი (რომელიც საკონდიტრო და სხვა ნაწარმში გამოიყენება).
ფერმერებს, რომელთაც მოცვის მოყვანა დაიწყეს უკეთესი საქართველო შესაძლებელია დაეხმარება სოციალური საწარმო / კოოპერატივის დაარსებაში, რომელიც ასეთი საერთო საწარმოს შექმნის საქართველოში. საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია არაერთი ფონდი, რომელიც მის საქმიანობაში გაწერილი ფუნქციების მიხედვით ასეთი ბიზნესების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს. ჩვენ დაგეხმარებით, რომ შეიქმნას ბიზნესგეგმა, გამართული და სამართლიანი წესდებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო კოოპერატივებთან პარტნიორული ურთიერთბების ჩამოყალიბებაში და სახელმწიფო ფონდებისთვის აპლიკაციების შექმნასა და შემდგომში პროცესის მონიტორინგში.
რადგან ჩვენი მთავრობა და მთლიანად პოლიტიკური კლასი ოლიგარქიული და კოლონიური შინაარსიისა, ჩვენ მხოლოდ მათ იმედად არ უნდა ვიყოთ და ერთად ვეძებოთ ინვესტიციების სხვადასხვა შესაძლებლობა და თანამონაწილეობის მსურველები.
შვედეთში ფერმერების მსხვილი კოოპერატიული გაერთიანებები არსებობს. მოცვის მწარმოებლებიც ერთ-ერთ ასეთ გიგანტური სოფლის მეურნეობის კოოპერატივის ნაწილი არიან. Österlenbär Cooperative -ის მეშვეობით მოცვის მოყვანით დაკავებულმა ფერმერებმა საერთო წარმოების შექმნა შეძლეს, რომელიც მომხმარებლამდე ერთი ბრენდის, მაგრამ მრავალი პროდუქტის სახით მიდის.
უკეთესი საქართველო შესაძლებელია უახლოეს მომავალში დიდ კონფერენციას გამართავს სექტორში ჩართული მონაწილეებისთვის, სადაც ერთად შევქმნით საწარმოსა და კოოპერატიული კომპანიის პროექტს.