კურიერები ბატონის გარეშე
საკურიერო სფეროში არსებული პრობლემები თავად კურიერებზე უკეთ არავინ იცის, რომელთაც არაერთხელ სცადეს ამ მტაცებრულურ სისტემასთან დაპირისპირება, თუმცა ხშირად უშედეგოდ. თავად კურიერების გარდა კი, ალბათ ჩვენს ორგანიზაციაზე მეტად არავინ ყოფილა მათი პროტესტის მხარდამჭერი ყველანაირი ფორმით და შესაბამისად ამ პროცესში დიდი ცოდნაც შევიძინეთ.
დღეის მდგომარეობით საკურიერო სფეროს რამდენიმე რამდენიმე მონოპოლისტი კომპანია აკონტროლებს, რომელთაც სახელმწიფოს მფარველობით სისტემა ისე აქვთ მოწყობილი, რომ კურიერები აბსოლუტურად მოწყვლადი არიან სისტემის წინაშე, რომელის წყალობითაც მშრომელების წარმოუდგენელი ექსპლუატაცია ხდება. სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზების, შრომის ინსპექციისა და ინსტუტიტების მიერ კომპანიების ასეთი პოლიტიკის მხარდაჭერთი, კურიერების უმრავლესობა მუდმივი როტაციის პრინციპზეა - კომპანიას თითქმის ნებისმიერ მომენტში შეუძლია მათი სამსახურიდან გათავისუფლება და ჩანაცვლება. ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა მუშახელის ემიგრანტებით ჩანაცვლების ტენდენციაც, რაც კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ გამოვალი ამ კომპანიებისგან თავის დაღწევაში უნდა ვეძებოთ და მთელი ენერგია / რესურსი ალტერნატივების შექმნისკენ უნდა მივმართოთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კომპანიების ძირითადი შემოსავალი ის უზარმაზარი პროცენტებია, რომლელსაც უამრავი ბიზნესი მათ მომსახურებაში იხდის. სწორედ კურიერებისა და ამ სისტემაში ჩართული ბიზნესების საერთო ძალისხმევით უნდა შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე უკონკურენტო იქნება საკუთარი პირობებისა და მასში ჩართული კურიერების / ბიზნესების წყალობით.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება კოოპერატიული საკურიორო კომპანიების რაოდენობა. ესაა კოოპერატიულ პრინციპზე დაფუძნებული თავად მშრომელთა საკუთრებაში არსებული. აღსანიშნავია, რომ გიგ (პლატფორმული) სერვისების გამართულ კოოპერატივად ფუნქციონირება, მისი ციფრული ბუნებიდან და შრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ტიპის ბიზნესებისა. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - შრომა თავიდან ბოლომდე დათვლადია - შეკვეთის მიტანაზე დაფუძნებული ანაზღაურება ქმნის მარტივ სქემას დოვლთის გადანაწილებისთვის.
როგორც ტაქსის შემთხვევაში , უკეთესი საქართველო შესაძლებელია კურიერებს სთავაზობს ახალ სოციალურ საწარმოს / კომპანიას, რომელიც სამი წლის ვადაში სრულად კოოპერატიულ პრინციპზე გადავა.
მოქმედების გეგმა:
საერთაშორისო და ადვილობრივ პარტნიორებთან ერთად, ვქმნით ახალ კომპანიას / აპპლიკაციას.
პირველი სამი წელი კომპანიას სოციალური საწარმოს სტატუსი აქვს, რომელის მკაცრად გაწერილი წესდების მიხედვით, კომპანიის მოგების 95% ისევ მშრომელთა ანაზღაურებაში იხარჯება. 5% ჩვენი ორგანიზაციის სხვა აქტივობების მხარდასაჭერად ირიცხება.
კოოპერატიული კულტურისა და ცოდნის განვითარებასთან ერთად, 3 წლის თავზე ახალი პლატფორმა სრულად კურიერებისა და მასში დასაქმებული მშრომელების საკუთრებაში გადავა კოოპერატიული პრინციპით.
ასეთ პლატფორმის მთავარი უპირატესობა მასში ჩართული მონაწილეების ბუნებრივი ინტერესია - საკვები ობიექტები თუ სხვა სავაჭრო დაწესებულებები დაინტერესებული არიან, რომ შეამცირონ მარჟა, რომელსაც მათ მონოპოლისტი კომპანიები უწესებენ, მშრომელთა ინტერესი კი, უკეთესი ანაზღაურება და შრომითი პირობებია. სოციალური საწარმოს (თითქმის კოოპერატიულ.95%) მიზანი კი, არა ერთი მფლობელისთვის მოგების მაქსიმალური კონცენტრაციაა, არამედ ღირსეული ანაზღაურება და სამართლიანი პირობებია. შესაბამისად, მას ვერასდროს გაუწევს კონკურენციას მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები - როგორც პლატფორმაშ ჩართული ბიზნესების კუთხით, ისე დასაქმებულთა ინტერესით, რაც საბოლოოდ მომხმარებელთათვის უკეთეს პირობებშიც აისახება.
როგორ შევქმნათ ახალი პლატფორმა?
როგორც გითხარით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ასეთი კოოპერატივები უკვე ფუნქციონირებს. საქართველოსგან განსხვავებით, მაგ. საფრანგეთი ან აშშ ზედმეტად დიდი ბაზარია იმისთვის, რომ მათ მონოპოლისთა მიერ ბაზრის დომინაცია ჩაანაცვლონ, ამიტომ მაგალითად საფრანგეთში კურიერებმა ეკოლოგიური მიმართლება აირჩიეს და ასეთი ტიპის მომხმარებელს დაუმიზნეს, რომელსაც სურს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით აწოდებდნენ შეკვეთას.
საქართველო პატარა ქვეყანაა მცირე ბაზრით, რასაც ამ პლატფორმებში ჩართული ყველა მხარე კატეგორიულად უკმაყოფილოა მონოპოლისტთა მიერ შეთავაზებული პირობებით ან შრომითი ანაზღაურებით.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი მალევე მოახერხებს უმრავლესი ბიზნესებისა და მშრომელების საკუთარ პლატფორმაზე ექსკლუზიურ გადმორთვას, რითაც მონოპოლია ჩამოიშლება და სოციალურ / კოოოპერატიულ პრინციპზე აგებული ახალი საკურიერო სერვისი მალევე ბაზრის უდიდესს ნაწილს დაიკავებს.
უკეთესის საქართველო შესაძლებელია უახლოს მომავალში გამართავს კონფერენციას კურიერებისა და ბიზნესებისთვის, სადაც ამ პროექტს წარვადგენთ. დარწმუნებული ვართ, რომ თავად ბიზნესებიც მოინდომებენ მცირედი შემოწირულობებით ასეთი პლატფორმის დაარსებას შეუწყონ ხელი, რომელიც თავად მათი ინტერესიც არის.
უკეთესი საქართველო შესაძლებელია - კურიერები ბატონის გარეშე! მცირე და საშუალო ბიზნესი მონოპოლიური ძარცვისგან უნდა გათავისუფლდეს!
Previous
Previous
ღვინის საერთო წარმოება
Next
Next