ღვინის საერთო საწარმო
მევანახეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ღვინის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარისა და ტექნოლოგიების ნაკლებობა წარმოადგენს. სახელმწიფო დაფინანსებები მიმართული მხოლოდ მცირე გრანტების სახით შეზღუდული რაოდენობის მოქალაქეებისთვის. შედეგად, მევენახეთა უმრავლესობა იძულებულია მხოლოდ ნედლეული გაყიდოს მსხვილ კომპანიებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდი კომპანიები საკუთარ ვენახებს ავითარებენ და წლებთან დროსთან ერთად მათ ფერმერისგან ნედლეული შესყიდვის საჭიროებაც აღარ ექნებათ. როგორც ნეოლიბერლური ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ღვინის ბიზნესშიც უკვე სახეზეა რამდენიმე მონოპოლისტი კომპანიის მიერ გადანაწილებული ბაზარი, სადაც იშვიათი დამოუკიდებელი მეწარმეები დიდ სურათს ვერ ცვლიან.
როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას?
უკეთესი საქართველო შესაძლებელია, მრავალი საერთაშორისო და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებითაც, გეგმავს წამოიწყოს საერთო ღვინის წარმოების პროექტი.
პირველ ეტაპზე შეირჩევა საპილოტე რაიონი, სადაც იქნებიან საკმარისი რაოდენობა მევენახეებისა, რომელთაც აქვთ სურვილი ამ პროექტში მონაწილეობისა.
ღვინის ინდუსტრიის ახალი, დემოკრატიული და პროგრესული გადააზრება გულისხმობს: საწარმოს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურას საერთო მოხმარებისთვის ან / და წარმოებისთვისაც, სადაც მევენახეებს შეეძლებათ ჩამოასხან ინდივიდიალური ბრენდი, ან გაერთიანდნენ კოოპერატივად და ერთი ბრენდის ქვეშ შექმნან საერთო პროდუქტი. იგივე საწარმოს გააჩნია ლაბორატორიული განყოფილება, მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტი, სასწავლო ცენტრი და სხვა განყოფილებები, რომელიც არამარტო წარმოებას უზრუნველყოფს, არამედ მის რეალიზაციას და ბიზნესის მდგრადობასაც.
მაგალითად: იტალია ცნობილია ასეთი კოოპერატიული / საერთო საწარმოებით ღვინის სექტორში. cantine sociali ერთ-ერთი ასეთია მრავალთა შორის, სადაც მცირე და საშუალო ზომის მევენახეები გაერთიანდენ და ღვინის საერთო წარმოება და რეალიზაცია დაიწყეს. არსებული საწარმოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა სრულად წევრი ფერმერების საკუთრებაშია, მაგრამ ის იტალის სახელმწიფოს, მუნიციპალური ფონდებისა და თავად მევენახეების მცირე თანაინვესტირებით არის შექმნილი.
Grandes Vinos იგივე ტიპის ესპანელი მევანახეების შექმნილი წარმოებაა, სადაც 700-მდე მცირე და საშუალო ზომის მევენახე გაერთიანდა საერთო წარმოებისთვის. ესეც მეტწილად სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი საწარმოთა ქსელია. დღეს მდგომარეობით, Grandes Vinos სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის ბოთლის ღვინოს აწარმოებს და ერთ-ერთ წარმატებულ კოოპერატივად ითვლება ესპენათში.
აქ სხვადასხვა კონტინენტებზე განხოციელებული და წარმატებული საერთო წარმოების მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება.
მაგრამ დავბრუნდეთ საქართველოში.
როგორ შეიძლება ასეთი საწარმო ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და დეპარტამენტებით შევქმნათ?
არსებობს ორი გზა - გამართული / დასრულებული პროექტით სახელმწიფოსთვის მიმართვა და შესაბამისი დაფინანსების მოპოვება კანონით გათვალისწინებული პროგრამებით. აწარმოე საქართველოში, თანაინვესტირების ფონდი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები თავად უნდა ქმნიდნენ ასეთ მოდელებს და ნერგავდნენ, მაგრამ რადგან ჩვენს ოლიგაქიულ სახელმწიფოში მთავრობის პრიორიტეტი ისევ ოლიგარქები არიან ჩვენ ამისთვის ბრძოლა მოგვიწევს, თუმცა აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვაიძლებთ მთავრობას დააფინანსოს მსგავსი პროექტი..
თუ სახელმწიფომ არ დააფინანსა?
ეს გვერდი ჩვენს საიტზე სწორედ იმას ემსახურება, რომ ხშირად ჩვენ, თავად ხალხმა უნდა წამოვიწყოთ და შევქმნათ პროგრესული ეკონომიკური მოდელები. უკეთესი საქართველო შესაძლებელია საკუთარი წევრების მოხალისეობრივი დახმარების გზით გამართავს ამ პროექტს და იმუშავებს მისთვის სახალხო დაფინანსების, ინვესტიციისა თუ სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისთვის.
უკეთესი საქართველო შესაძლებელია და მას ჩვენ ერთად ავაშენებთ.
Previous
Previous
სტუდენტური ბინა
Next
Next